მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ გვერდს არა აქვს
შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი
არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
პილი (ინგლ. Peel) — რეგიონი ავსტრალიის შტატ დასავლეთ ავსტრალიაში. იგი მდებარეობს შტატის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. შტატის დედაქალაქ პერთის სამხრეთით, დაახლ. 75 კილომეტრში. იგი მოიცავს მონდურაჰს და საგრაფოებს: ბოდინგტონი, მურეი, სერპენტინი-ჯარაჰდალი, ვარუნა. მისი ფართობი 6648 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 80 000 კაცი, რომლის ორი მესამედი ცხოვრობს მონდურაჰში.