პივოვაროვოის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პივოვაროვოის სახლი
რუს. Доходный дом Пивоваровой
კოორდინატები 47°13′13″N 39°42′40″E / 47.2203° ჩ. გ. 39.711° ა. გ. / 47.2203; 39.711
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია
დასრულების თარიღი XIX-XX საუკუნეების მიჯნა
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6130400000

პივოვაროვოის სახლი (რუს. Доходный дом Пивоваровой) — კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, რომელიც მდებარეობს დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი საოლქო ინსპექციის № 191 ბრძანების თანახმად ისტორიისა და კულტურის ძეგლია 2004 წლის 29 დეკემბრიდან. თუ ვისი პატივისცემის ნიშნად მიიღო ნაგებობამ აღნიშნული სახელწოდება - უცნობია[1].

სახლის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, დონის როსტოვი, შაუმიანის ქუჩა № 45/28[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პივოვაროვოის შემოსავლების სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ექიმ პეტრე პავლეს ძე ჩუბუხჩიევის მიერ. სახლი იყო მის პირად საკუთრებაში 1915 წლამდე. სახლში, რომელიც მისი საკუთრების მახლობლად მდებარეობდა განთავსებული იყო საექიმო კაბინეტი კანისა და ვენერიული დაავადებების სამკურნალოდ. ახლოსვე მდებარეობდა კიდევ ერთი დანტისტ რევიჩისა და როზოვსკო-სულიკოვის საექიმო კაბინეტი. აქვე ასევე მუშაობდა ტრაპიზონელი აბრამოვის კანტორა. რომელიც შემონახულია XXI საუკუნემდე[1].

2013 წელს ცნობილი გახდა, რომ უნდა მომხდარიყო შენობის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია ოფიციალური თანხმობის გარეშე, რაც კავშირში იყო ობიექტის სტატუსთან. შენობის პირველი სართული არენდით გადაეცა კაფეს[2]. 2013 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობის საძირკველთან მიმდინარეობდა კანალიზაციის სარემონტო სამუშაოები, სადაც არ იყო დაცული არანაირი საკანონმდებლო ნორმები. მიმდინარე სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მაცხოვრებლების სიტყვებით, შენობებში კედლებზე გაჩნდა ბზარები. როსტოვის ოლქის კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა დააფიქსირეს სახელმწიფოს მიერ დაცული ობიექტის მთლიანობის დარღვევის ფაქტი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ремонт в кафе разрушает старинный дом?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-28. ციტირების თარიღი: 2017-11-08.
  2. 2.0 2.1 О результатах проверки объекта культурного наследия — «Жилой дом Л. М. Пивоваровой, кон. XIX—XX вв.». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-28. ციტირების თარიღი: 2017-11-08.
  3. В Ростове бизнесмена сдали полиции за подкоп. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-28. ციტირების თარიღი: 2017-11-08.