შინაარსზე გადასვლა

პიერ ბელონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ ბელონი

პიერ ბელონი (ფრანგ. Pierre Belon დ. 1517, ლემანის მახლობლად — გ. 1564, პარიზი) — ფრანგი ნატურალისტი. სწავლობდა ვიტენბერგსა (1540) და პარიზში (1542). მისი ძირითადი შრომები ეხება წყლის ცხოველებსა (1551-1555) და ფრინველებს (1555). აღწერა თევზების 113 სახეობა. შეისწავლა 200 სახეობის ფრინველის ჩონჩხი. პირველმა დაადგინა სხვადასხვა ხერხემლიანისა და ადამინის ძვლების აგებულების მსგავსება.