პიერ-შეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პიერ-შეილი (ინგლ. Pierre Shale; /pɪər ʃl/) — გეოლოგიური ფორმაცია ან ზედაცარცული წყება, რომელიც გავრცელებულია კლდოვანი მთების აღმოსავლეთით დიდი ვაკეების ფარგლებში, კანადის პემბინა-ველის რეგიონიდან ნიუ-მექსიკომდე.[1] ვრცელდება სამხრეთ დაკოტაში, მონტანაში, კოლორადოში, მინესოტაში, ნიუ-მექსიკოში, უაიომინგსა და ნებრასკაში. შეიცავს დაახლოებით 600 მ სიმძლავრის მუქ, ნაცრისფერ თიხაფიქლებს, ქვიშაქვებსა და ბენტონიტის მრავალ ფენას. ტიპურ ლოკაციაზე მისი სიმძლავრე 210 მ-მდეა. განლაგებულია ნიობრარის ფორმაციის თავზე და ფოქს-ჰილზის ფორმაციის ქვეშ. ზღვიური წარმოშობისაა და დაილექა დასავლეთი შიგა ზღვის ფარგლებში, დიდწილად, ზედაცარცულში, კამპანური სართულის განმავლობაში, თუმცა ქალაქ რატონში, ნიუ-მექსიკოში, წყების ზედა ფენებში, მიკისა და ჰაიდენის მიერ ნამარხი სახეობის — Baculites baculus-ის აღმოჩენამ აჩვენა, რომ აქ დალექვა ადრე მაასტრიხტულშიც მიმდინარეობდა. პიერ-შეილი აღწერეს ამერიკელმა გეოლოგებმა ფილდინგ ბრედფორდ მიკმა და ფერდინანდ ვანდევირ ჰეიდენმა ფილადელფიის მეცნიერებათა აკადემიის შრომებში 1862 წელს როგორც ნამარხი, თაბაშირის ძარღვებისა და ფენის, რკინის ოქსიდის კონკრეციის მქონე მუქი ნაცრისფერი თიხაფიქალი. ცარცული პერიოდის ნამარხი ზღვის კუ არქელონი სწორედ პიერ-შეილის წყებაში, სამხრეთ დაკოტაშია აღმოჩენილი. სახელი ეწოდა სამხრეთ დაკოტაში, მდინარე მისურიზე, ძველ ფორტ-პიერთან გაშიშვლებული ქანების შესწავლის დროს.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Canadian Fossil Discovery Centre. All About Bruce. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-06. ციტირების თარიღი: 2022-05-29.
  2. MacLachlan, M.E. (1976). "Lexicon of rock-stratigraphic units in Union, Colfax, Mora, and eastern Taos Counties, New Mexico" (PDF). New Mexico Geological Society Field Conference Series. 27: 205–215