პეჩორის დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

პეჩორის დაბლობი — დაბლობი რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; კომის რესპუბლიკასა და ნენთა ავტონიმიურ ოკრუგში, მდინარე პეჩორის აუზში. მდებარეობს ტიმანის ჭიუხსა (ეკვრის დასავლეთიდან და სამხრეთიდან) და ურალის მთათა სისტემას შორის (აღმოსავლეთიდან). ფართობი დაახლოებით 300 კმ². ჭარბობს სუსტტალღოვანი ვაკის რელიეფი; აგებულია ფლუვიოგლაციალური ქვიშებითა და ტბიური თიხებით; ვხვდებით მცირე ზომის მორენული ბორცვები და სერები. ბრტყელი წყალგამყოფები (253 მეტრამდე) სუსტადაა დრენირებული და დაკავებულია სფაგნუმიანი ჭაობებით. მრავალი ტბაა. სანაპიროს გასწვრივ 30 კმ-ზე ზოლადაა გადაჭიმული ზღვიური ტერასები. ჰავა მკაცრი კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა –19°C. თოვლის საფარი (სეზონის ბოლოს 90 სმ-მდეა) რჩება წელიწადში 6–7 თვის განმავლობაში. ივლისის საშუალო ტემპერატურა 15°C. ჩრდილოეთ ნაწილში გამოყოფენ ბოლშეზემელსკაია, მალოზემელსკაიას და ტიმანის ტუნდრებს. სამხრეთით, მდინარე პეჩორის შუა და ზემო დინების ფარგლებში, განვითარებულია ტყის ლანდშაფტი, რომელიც წარმოდგენილია თხელი დაჭაობებული მუქწიწვოვანი ტყით. დაბლობზე შექმნილია პეჩორა-ილიჩის ნაკრძალი. ცნობილია ქვანახშირის (პეჩორის ქვანახშირის აუზი), ბუნებრივი აირისა და ნავთობის (ტიმან-პეჩორის პროვინცია), მიწისქვეშა წყლების და სხვა საბადოები.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Печорская низменность // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 156.