პეტსი რედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტსი რედი
პეტსი რედი
ახალი ზელანდიის 21-ე გენერალ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 სექტემბერი, 2016 – 28 სექტემბერი, 2021
მონარქი  ელისაბედ II
პრემიერ-მინისტრი  ჯონ ფილიპ კი
ბილ ინგლიში
ჯასინდა არდერნი
წინამორბედიჯერი მატეპარაი
შონ ელიასი
მემკვიდრეჰელენ უინკლმანი
სინდი კირო

დაბადებული17 მაისი 1954
მატამატა, უაიკატოს რეგიონი, ახალი ზელანდია
მოქალაქეობაახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
მამანილ უილიამ რედი
დედაკეტრინ მარჯორი "კეი" რედი
მეუღლედევიდ გასკოინი (2016) - დან
განათლებაველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხისამართლის ბაკალავრი
სამართლის მაგისტრი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი, მეწარმე
ჯილდოებიახალი ზელანდიის ორდენი დამსახურებისთვის
დედოფლის საპატიო ორდენი
წმინდა იოანეს ორდენი

პატრიცია ლი „პეტსი“ რედი (ინგლ. Patricia Lee «Patsy» Reddy; დ. 17 მაისი 1954, მატამატა, უაიკატო , ახალი ზელანდია)  —  ახალზელანდიელი სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი და მეწარმე, ახალი ზელანდიის 21-ე გენერალური გუბერნატორი 2016-2021 წლებში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიცია ლი რედი დაიბადა 1954 წლის 17 მაისს მატამატაში, სკოლის მასწავლებლების ნილ უილიამის და კეტრინ მარჯორი "ქეი" რედის ოჯახში. მას ირლანდიელი წინაპრები ჰყავდა, რომლებიც ცხოვრობდნენ  კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.  პეტსი რედის ერთ-ერთი შორეული ბიძაშვილია ავსტრალიელი მომღერალი ჰელენ რედი . გოგონა გაიზარდა ვაიკატოს პატარა ქალაქებში ტე აკაუსა და მინგინუიში . 6 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ჰამილტონში. დაამთავრა ჰილკრესტის დაწყებითი სკოლა, პიჩგროუვის საშუალო სკოლა და ჰემილტონის გოგონების საშუალო სკოლა.[2]

პატრიცია სწავლობდა ველინგტონში  ვიქტორიას უნივერსიტეტში, 1976 წელს მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1979 წელს  — სამართლის მაგისტრის ხარისხი წარჩინებით. უნივერიტეტში სწავლის დროს, რედი პირველად შეხვდა  ავსტრალიელ ფემინისტ ჟერმენ გრირს და მოექცა მისი იდეების გავლენის ქვეშ, შემდგომ კი პოსტფემინიზმისკენ გადაიხარა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიცია ვიქტორიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორად მუშაობდა.  1982 წელს  შეუერთდა ველინგტონის იურიდიულ ფირმას Watts and Patterson, ხოლო 1983 წელს გახდა მისი პირველი ქალი პარტნიორი, სპეციალიზირდა   საგადასახადო და კორპორატიულ საკითხებზე, ასევე  კინოწარმოებაზე. 1987 წელს  გადავიდა Brierley Investments-ში, სადაც  11 წლის განმავლობაში  მუშაობდა ისეთ საქმეებზე, როგორიცაა Air New Zealand-ის პრივატიზაცია.

სხვადასხვა დროს, რედი იკავებდა ახალი ზელანდიის კინოკომისიის თავმჯდომარის და Education Payroll Ltd, ახალი ზელანდიის შპს Telecom Corporation,  SKYCITY Entertainment Group,  New Zealand Post[“ და „Air New Zealand“, „Payments NZ Ltd“ და „Active Equity Holdings Ltd“-ის დირექტორის თანამდებობებს, ახალი ზელანდიის სატრანსპორტო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. აქტიურად იყო დაკავებული სოციალური საქმიანობით, მათ შორის ხელოვნების სფეროში: იყო სამხატვრო გალერეა ადამის რწმუნებული, ახალი ზელანდიის კინოარქივის თავმჯდომარე, ახალი ზელანდიის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის  და ველინგტონის ჯაზის ფესტივალის რწმუნებული, ვიქტორიას უნივერსიტეტის ველინგტონის ფონდის საბჭოს წევრი და რწმუნებული.[3]

პეტსი რედი და ჯონ კი

რედი გახლდათ ვაიტანგის ხელშეკრულების მთავარი მომლაპარაკებელი და საჯარო სერვისების კომისიის მუშაობის ეფექტურობის გაძლიერების ჩარჩო პროგრამის  წამყვანი ექსპერტი.  2016 წელს მაიკლ კალენთან ერთად  მოამზადა დამოუკიდებელი მოხსენება ახალი ზელანდიის მთავრობისადმი ახალი ზელანდიის სადაზვერვო სააგენტოების შესახებ კანონმდებლობის გადასინჯვის შესახებ, რომელიც რეკომენდაციას უწევდა  სამთავრობო კომუნიკაციების უსაფრთხოების სამსახურისთვის მეტი  კონტროლის მინიჭების უფლებას ახალზელანდიელთა პირად მიმოწერაზე, რამაც დაპირისპირება გამოიწვია ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში.[4][5]

ახალი ზელანდიის გენერალური გუბერნატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უინსტონ პეტერსთან და ჯასინდა არნერნთან ერთად

2016 წლის 22 მარტს, ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა ჯონ ფილიპ კიმ გამოაცხადა, რომ დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაამტკიცა პეტსი რედის კანდიდატურა ახალი ზელანდიის გენერალურ გუბერნატორის თანამდებობაზე  ჯერი მატეპარაის უფლებამოსილების დასრულების შემდეგ. 2016 წლის 26 ოქტომბერს რედი დანიშნა პრემიერ მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.[6]

რედის დანიშვნა განიხილებოდა, როგორც ახალი ზელანდიის მიერ  გენდერული ბალანსის დაცვა.[7] ჯერ კიდევ 2009 წელს, პეტსი რედი გახლდათ Global Women New Zealand ჯგუფის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. ჯგუფმა შეკრიბა ცნობილი ქალბატონები, რომლებიც მხარს უჭერენ მრავალფეროვნებას და  ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების დაწინაურებას. 2014 წელს რედიმ აღნიშნა:

ვიკიციტატა
„ვფიქრობ, ჩვენ ნელ-ნელა ვაღიარებთ მრავალფეროვნების ღირებულებას და ვიღებთ მრავალფეროვნების საჭიროებას სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, აზროვნების, კულტურისა და გამოცდილების თვალსაზრისით, რაც უნდა აისახოს ჩვენი საზოგადოების ყველა ასპექტში. მიმაჩნია, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ახალ ზელანდიაში ცხოვრების უკეთეს ხარისხს და კულტურის დინამიურ განვითარებას.“

ამრიგად, პეტსი რედი  გახდა მესამე ქალი, რომელიც მსახურობდა გენერალურ გუბერნატორად, კეტრინ ტიზარდისა და სილვია კარტრაის შემდეგ.

პეტსი რედი პენსიაზე გავიდა 2021 წლის 28 სექტემბერს. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მთავარი მოსამართლე ჰელენ ვინკლმენი. 21 ოქტომბერს, ახალი გენერალური გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა სიდნი კირომ.[8][9][10]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლე — დევიდ გასკოინი, ახალი ზელანდიის მოსამართლეთა საქმეების  ყოფილი კომისარი. წყვილმა  ქორწინება 2016 წლის 14 მარტს Featherstone Marriage Office-ში დაარეგისტრირა, რედის გენერალურ გუბერნატორად დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე. ყოფილი ქმარი გახლდათ  ჯეფ ჰარლი, საგადასახადო ადვოკატი, რომელსაც  1988 წელს დაშორდა . ამავდროულად, რედის ორივე ქმარი მუშაობდა მასთან ერთსა და იმავე იურიდიულ ფირმაში — "Watts and Patterson".[11]

პეტსი რედის უყვარს ხელოვნება,  განსაკუთრებით კინო, მხატვრობა და ოპერა. გატაცებულია კულინარიით.  იგი  ვეგანი გახლავთ.  გენერალური გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნის დროს გამართული პირველი ბანკეტი  შედგებოდა ექსკლუზიურად მცენარეული საკვებისგან.  შინაური ცხოველებიდან ჰყავს მინიატურული პუდელი კოკო.[12]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Alister Taylor. New Zealand Who's Who Aotearoa. — Auckland: Alister Taylor Publishers & New Zealand Who's Who Publications, 2001. — 1039 p. — (Who's Who in New Zealand).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Taylor, Alister, ed. (2001). "New Zealand Who's Who Aotearoa 2001". New Zealand Who's Who, Aotearoa. Auckland: Alister Taylor Publishers: 739. ISSN 1172-9813.
  2. Young, Audrey (23 March 2016). "Spotlight falls on quiet achiever".[მკვდარი ბმული] The New Zealand Herald. Retrieved 23 March 2016.
  3. "New Governor-General: who is Dame Patsy Reddy?"[მკვდარი ბმული]. The New Zealand Herald. 22 March 2016. Retrieved 1 April 2016.
  4. "Protocols". New Zealand Parliament. 2015. pp. 5, 9. Archived from the original on 12 June 2018. Retrieved 8 June 2018.
  5. Sachdeva, Sam (9 March 2016). "Spy agencies explainer: what you need to know about the report into spying laws". Stuff. Retrieved 22 March 2016.
  6. Price, Rosanna; Moir, Jo (22 March 2016). "Dame Patsy Reddy was 'stunned' when offered Governor-General role". Stuff. Retrieved 22 March 2016.
  7. "Governor-General uses New Year's message to call for gender equality". Stuff.co.nz. 1 January 2018. Retrieved 2 June 2018.
  8. "Global Women". globalwomen.org.nz. Retrieved 22 March 2016.
  9. Key, John (22 March 2016). "PM welcomes Dame Patsy Reddy as the next Governor-General"[მკვდარი ბმული]. beehive.govt.nz (Press release).
  10. "New Governor-General gives her first Royal assent". New Zealand Parliament. 18 October 2016. Retrieved 2 June 2018.
  11. "New Governor-General Patsy Reddy ties the knot with long-term partner". stuff. stuff. 19 April 2016. Retrieved 31 August 2016.
  12. "No animals harmed in the making of new Governor-General's first banquet". Stuff.co.nz. 30 December 2016. Retrieved 2 June 2018.