პეტრე უმიკაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე უმიკაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვარდისუბანი
წინა სახელები მოზდოკის შესახვევი

პეტრე უმიკაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი); გალის ქუჩიდან თერგის ქუჩამდე. წარმოიქმა XIX საუკუნის მიწურულს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც მოზდოკის შესახვევი, ასევეა თბილისის 1934 წლის გეგმაზე. 60-იან წლებში პეტრე უმიკაშვილის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]