ოომიცეტები
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ოომიცეტები | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Oomycetes | ||||||||||
|
ოომიცეტები (ლათ. Oomycetes) — უმდაბლესი სოკოების კლასი (ძველი კლასიფიკაციით ფიკომიცეტების ქვეკლასი). აქვთ კარგად განვითარებული ერთუჯრედიანი მრავალბირთვიანი მიცელიუმი. სქესობრივი პროცესი ოოგამიურია. ოომიცეტების უმდაბლესი ოომიცეტები უმეტესად წყლის საპროფიტებია, ზოგიერთი — პარაზიტი. უმაღლესი ოომიცეტები — ხმელეთის უმაღლესი მცენარეების პარაზიტები, მაგ., ლათ. Phytophthora infestans იწვევს კარტოფილის ფილოფთოროზს; ლათ. Plasmopara viticola — ვაზის ჭრაქს და ა. შ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ივ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 539.