პერის ჰილტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერის ჰილტონი
Paris Hilton 2009.jpg
პერის ჰილტონი 2009 წელს
დაბ. თარიღი პერის უიტნი ჰილტონი
17 თებერვალი, 1981
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია
მშობლები მამა: რიჩარდ ჰილტონი
დედა: კეთი ჰილტონი
საიტი parishilton.com

პერის უიტნი ჰილტონი (ინგლ. Paris Hilton; დ. 17 თებერვალი, 1981) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, ფოტომოდელი და დიზაინერი.

იგი Hilton Hotels & Resorts-ის დამფუძნებლის კონრად ჰილტონის შვილთაშვილია. მოდელის კარიერა მოზარდის ასაკში დაიწყო. 2000 წელს კონტრაქტი გააფორმა დონალდ ტრამპის სამოდელო სააგენტოსთან და გახდა პროფესიონალი მოდელი. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო სხვა სამოდელო სააგენტოებთან. საზოგადოების მხრიდან ყურადღება მიიპყრო როდესაც ხელმისაწვდომი გახდა ჰილტონისა და მისის მეგობრის რიკ სალომონის სექს-ვიდეოს ყურება 2003 წელს.

აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ვიდეო გამოვიდა DVD-ზე, სახელწოდებით „ერთი ღამე პერისში“. ჰილტონმა სასამართლოში სალომონის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანა და ცდილობდა ამ ვიდეოს გავრცელების აკრძალვას. 2003 წელს ნიკოლ რიჩისთან ერთად მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუში „უბრალო ცხოვრება“, რომლის შემდეგ ორივემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

2004 წელს გამოქვეყნდა მისი წიგნი სახელწოდებით „Confessions of an Heiress“. 2005 წელს ითამაშა ფილმში „ცვილის ფიგურების სახლი“, 2006 წელს გამოვიდა ჰილტონის სადებიუტო ალბომი „Paris“. 2008 წელს მიიღო მონაწილეობა რეალითი შოუში „Paris Hilton's My New BFF“, ხოლო 2011 წელს გამოჩნდა ამერიკულ რეალითი შოუში „The World According to Paris“.

2013 წელს როლი მიიღო სოფია კოპოლას ფილმში „ელიტური საზოგადოება“. ამჟამად მთელ მსოფლიოში არსებობს პერის ჰილტონის 44 მაღაზია, რომელთა ბრენდი შეიცავს პარფიუმერიას, ქალის ხელჩანთებს, საათებს, ფეხსაცმელსა და სხვა. წელიწადში მისი შემოსავალი დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]