პერილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერილა
Perilla frutescens var. crispa
Perilla frutescens var. crispa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ტუჩოსანნი
გვარი: პერილა
ლათინური სახელი
Perilla

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



პერილა (ლათ. Perilla) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. კულტურაში 2 სახეობაა — ზეთის პერილა, სუძა (Perilla ocymoides); სიმაღლე 90-110 სმ აღწევს, აქვს ოვალური, გრძელყუნწიანი ფოთოლი, წვრილი, თეთრი ყვავილი, კაკლუჭა ნაყოფი. სიმწიფეში მცენარეს ლიმონის სუნი აქვს. მოკლე დღის მცენარეა, მრავლდება თესლით. სამშობლოა აღმოსავლეთი აზია. მოჰყავთ იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში. თესლისაგან იღებენ ზეთს (შეიცავს 46-53%), რომელსაც იყენებენ ძირითადად ტექნიკაში. აგრეთვე საჭმელად, ჩენჩო კონცენტრირებული საკვებია პირუტყვისათვის. ნანკინური პერილას (Perilla nankinensis) სიმაღლე 50 სმ აღწევს. აქვს მუქი მეწამული ფოთოლი. იაპონიასა და ჩინეთში ზეთოვანი, ეთერზეთოვანი და სასალათე კულტურაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]