პერელეშინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერელეშინის სახლი
რუს. Дом Перелешина
ТАГАНРОГ ,ул. Греческая, 63. фото DSC06165.JPG
კოორდინატები 47°12′41″N 38°56′17″E / 47.211434° ჩ. გ. 38.938042° ა. გ. / 47.211434; 38.938042
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მესამე მეოთხედი

პერელეშინის სახლი (რუს. Дом Перелешина) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი. სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. სახლი 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 63.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერელეშინის ორსართულიანი სახლი რვა ფანჯრითა და ცენტრში მთავარი შესასვლელითა და აივნით, რომელიც მდებარეობს ტაგანროგში ბერძნების ქუჩა 63-ში. იგი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. ხოლო სახლის გაგრძელება მარცხენა მხარეს და რკინის ჭიშკრის ჩაყენება, რომელიც ეზოში შედიოდა, მოხდა მოგვიანებით.

შენობის პირველი მფლობელები იყვნენ ტაგანროგის ქალაქის თავი (1864-1866 წწ.) პავლე პერელეშინი და კოლეჟსკი ასესორი მიხეილ კრავცოვი. 1874 წელს ქალაქში გაიხსნა საზღვაო სასწავლებელი და მიხეილ კრავცოვი აქილეს ალაფუზოვთან და ივან ვეტლიცკისთან ერთად მმართველ კომიტეტში შევიდნენ.

1870-იანი წლების ბოლოს სახლი შეიძინა კომერციული სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულმა, კოლეჯის მდივანმა იაკობ დიაჩენკომ. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლის მფლობელობა გადავდა მისი მემკვიდრეების ხელში. 1890-იან წლებში სახლი შეიძინა ინჟინერ-მექანიკოსის ცოლმა ლუბა კროტკოვამ, რომელიც სახლს ფლობდა 1900 წლამდე. სახლის უკანასკნელი მფლობელი იყო მდიდარი ფერმერი სემიონ ფედოროვი. ამ პერიოდში სახლში ცხოვრობდა მარინის ქალთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების ისტორიის მასწავლებელი ვლადიმერ მიხაილოვსკი.

ქალაქის მთავარი შესვლელი ქუჩის მხრიდანაა. სახლის მარცხენა და მარჯვენა მხრიდან მეორე სართულზე ადის მარმარილოს კიბე. პირველი სართულის ფანჯრები სწორკუთხაა, ხოლო მეორე სართულის ფანჯრები გაფორმებულია სანდრიკებით.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. ამჟამად ეს შენობა საცხოვრებელი სახლია და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]