პეკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეკარი
თეთრწვერა პეკარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ღორისებრნი
გვარი:  პეკარი
ლათინური სახელი
Tayassu

პეკარი (ლათ. Tayassu) — წყვილჩლიქოსანი ცხოველების გვარი ღორისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 75-100 სმ-ია, მასა 16-30 კგ-ს აღწევს. ზურგზე აქვთ ჯირკვალი, რომელიც მუშკისებურ სეკრეტს გამოყოფს. გვარში 2 სახეობაა. საყელოიანი პეკარი და თეთრწვერა პეკარი. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ სხვადასხვა პირობებში — მშრალი ველებიდან ტენიან ტროპიკულ ტყეებამდე. ქმნიან პატარა კოლტებს. იკვებებიან ბალახით, ფესვებით, ნაყოფებით, ზოგჯერ მწერებით, ხვლიკებით, წვრილი ძუძუმწოვრებით, ლეშით. შობენ 1-2 ნაშიერს. იყენებენ პეკარის ხორცსა და ტყავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]