შინაარსზე გადასვლა

პედრო სანჩესი (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პედრო სანჩესი
პედრო სანჩესი
სანჩესი 2020 წელს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 ივნისი 2018
მონარქი  ფილიპე VI
წინამორბედიმარიანო რახოი

დაბადებული29 თებერვალი 1972
მადრიდი
მოქალაქეობაესპანეთი
პოლიტიკური პარტიაესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი

პედრო სანჩეს პერეს-კასტეხონი (ესპ. Pedro Sánchez Pérez-Castejón; დ. 29 თებერვალი 1972, მადრიდი) — ესპანელი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერი 2014 წლიდან. 2018 წლის 1 ივნისიდან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი.

სანჩესმა პოლიტიკური კარიერა 2004 წლის აგვისტოში დაიწყო, როგორც მადრიდის საქალაქო საბჭოს წევრმა, სანამ 2009 წელს დეპუტატთა კონგრესში აირჩევდნენ. 2014 წელს იგი აირჩიეს ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის გენერალურ მდივნად, რის შედეგადაც ოპოზიციის ლიდერი გახდა. მან პარტიას უხელმძღვანელა 2015 და 2016 წლების უშედეგო საყოველთაო არჩევნებში, თუმცა ამ უკანასკნელის დასრულებისთანავე, პარტიის ხელმძღვანელობასთან საჯარო უთანხმოების გამო, გენერალური მდივნის თანამდებობიდან გადადგა. რვა თვის შემდეგ იგი ხელახლა აირჩიეს შიდაპარტიულ არჩევნებში, სადაც შიდა მეტოქეები — სუსანა დიასი და პაჩი ლოპესი დაამარცხა.

2018 წლის 1 ივნისს მუშათა პარტიამ პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. ინიციატივა დამტკიცდა „Unidas Podemos“-ის, ასევე სხვადასხვა რეგიონალისტური და ნაციონალისტური პარტიების მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ. მომდევნო დღეს მეფე ფილიპე VI-მ სანჩესი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. 2019 წლის აპრილის საყოველთაო არჩევნებში მან პარტიას 38 დამატებითი მანდატი მოუპოვა, რაც პარტიის პირველი ეროვნული გამარჯვება იყო 2008 წლის შემდეგ, თუმცა უმრავლესობის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, 2019 წლის ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში სანჩესმა კვლავ ყველაზე მეტი ხმა მიიღო და „Unidas Podemos“-თან ერთად უმცირესობის კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა, რაც ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ პირველი ეროვნული კოალიციური მთავრობა იყო. მას შემდეგ, რაც 2023 წლის მაისის რეგიონულ არჩევნებში პარტიამ სერიოზული დანაკარგები განიცადა, სანჩესმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა, რომელშიც მუშათა პარტიამ ყველა თავისი მანდატი შეინარჩუნა; მიუხედავად იმისა, რომ სახალხო პარტიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდნენ, სანჩესმა კვლავ შეძლო კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და 2023 წლის 17 ნოემბერს მესამე ვადით დაინიშნა პრემიერ-მინისტრად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]