პატკულის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატკულის სახლი
Усадьба Паткуль
კოორდინატები 59°43′07″N 30°23′58″E / 59.718547° ჩ. გ. 30.39947° ა. გ. / 59.718547; 30.39947
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ი. ა. მონიგეტი
სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1854
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802279000

პატკულის სახლი (რუს. Усадьба Паткуль) — XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს ქალაქ პუშკინში. მისამართი შუა ქუჩა, სახლი № 8. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ობიექტი. აგებულია 1854 წელს. კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის ფლიგელი მცირე ქუჩაზე, სახლი № 13.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში თანამედროვე სახლის ადგილზე განთავსებული იყო ხის სახლი. 1848 წლიდან მიწის ნაკვეთის მფლობელი იყო მარია პატკული. ახალი ხის სახლის მშენებლობა დაიწყო 1854 წელს არქიტექტორ ი. ა. მონიგეტის პროექტის მიხედვით, მშენებლობას ხელმძღვანელობდა დამხმარე ი. ა. ვიდოვი. ძველი სახლი ამის გამო გადაიტანეს ნაკვეთის სხვა კუთხეში და გახდა სახლის ფლიგელი. მიწის ნაკვეთის გარშემო ხის ღობე გაავლეს. ფლიგელს დააშენეს 1881 წელს ნ. ს. ნიკიტინის პროექტის მიხედვით.

დიდი სამამულო ომის შემდეგ მთავარ სახლში განათავსეს საბავშვო ბაღი № 2, ხოლო მოგვიანებით კი - გამოსაფხიზლებელი, საპასპორტო მაგიდა. ამჟამად შენობაში განთავსებულია პუშკინის რაიონის საცხოვრებელი სააგენტო და სარდაფში კაფე. 1950-იან წლებშ მიწის ნაკვეთის სიღრმეში ააშენეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელმაც დაარღვია სახლის დაგეგმარება. არ შემონახულა ხის ღობე ჭიშკრით. 1990-2000 წლებში სახლის გარშემო ააგეს კიდევ ხუთი ახალი საცხოვრებელი სახლი. სახლის ფლიგელი არის კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც დაანგრიეს 2012 წლის სექტემბერში. სახლი აღადგინეს 2015 წელს, მაგრამ ხისა დარჩა მხოლოდ გარე შემოწერილობა, ხოლო შიდა კედლები აგურითაა ამოყვანილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]