პატარძალა
იერსახე
პატარძალა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Anchusa azurea Mill., 1768 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
პატარძალა (ლათ. Anchusa azurea) — ორ- ან მრავალწლოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 40-100 სმ სიგრძის სწორი ღერო, ოვალურ- ან წაგრძელებულ-ლანცეტა ფოთლები (ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა – მჯდომარე[1]) და საკმაოდ დიდი მოლურჯო ცისფერი ყვავილები,[2] რომლებიც შეკრებილია ფარჩხატ ხვეულებად. ხახა სქლად არის მოფენილი თეთრი ბეწვით. მცენარე შებუსულია უხეში ჯაგრით. ყვავის აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს ივლისში.[1]
გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ირანში, შუა აზიაში. სპორადულად გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მშრალ ადგილებში, გზისპირებსა და ნათესებში.[1] ნათესების, სათიბისა და საძოვრის სარეველაა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 90.
- ↑ 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 710.