პატარა ჩორჯოს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა ჩორჯოს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა ჩორჯოს წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტაძარია, რომელიც გეგმით ტრაპეციას უახლოვდება, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. მის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. დასავლეთ და სამხრეთ შესასვლელები არქიტრავული და ნაოთხალია. სამხრეთ კარის თავზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესია ნაშენია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით - დუღაბზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14776