პატარა ონის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა ონის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა ონის წმინდა გიორგის ეკლესია წარმოადგენს მცირე ზომის დარბაზულ ტაძარს. აგებისას ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია შირიმის ქვა. შესასვლელი ჰქონია ორი, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. შესასვლელები და ფანჯრები ორნამენტირებულია. ლაპიდარული წარწერის მიხედვით ეკლესია აგებულია რაჭის ერისთავის კახაბერის მიერ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8388