პატარა მანიანი
პატარა მანიანი — არქეოლოგირი ძეგლი სოფელ გლდანის ჩრდილო-დასავლეთით 2-3 კილომეტრზე, ჯოხთანის ხევის მარცხენა ნაპირას, ადგილ პატარა მანიანში. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ტყით დაფარულ ნასოფლარზე შემორჩენილია ნასახლარი ბუდეები (6X4; 4X5, 4X3 მ. და ა.შ.) და წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გოძიაშვილი ნ., ართილაყვა ვ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 274.