პარსონ რასელ ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარსონ რასელ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 5-8 კგ.
სიმაღლე 28-38 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პარსონ რასელ ტერიერი (ინგლ. Parson Russell Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

ეს ჯიში შექმნა დასავლეთ ინგლისის დევონშირის საგრაფოში მცხოვრებმა მღვდელმა ჯონ რასელმა, რომელიც ნადირობის დიდი მოყვარული იყო. მის მისაღებად მან უხეშბალნიანი ფოქსტერიერები გამოიყენა: ახალი ჯიშის წარმომადგენელს უნდა ჰქონოდა გრძელი ფეხები, რომ ცხენზე ამხედრებულ მონადირეს არ ჩამორჩენოდა, და პატარა სხეული, რომ მელიის სოროში შეძრომა შეძლებოდა. პარსონ რასელ ტერიერი ერთ-ერთი უსაყვარლესი პატარა ძაღლია ჰოლანდიასა და აშშ-ში. ამ ჯიშის პირველი წარმომადგენლების (ისევე, როგორც თანამედროვე ძაღლების) მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იყო გრძელი ფეხები. თავად მღვდელი პარსონ ჯეკ რასელი უპირატესობას აიჭებდა უხეშბალნიან ძაღლებს.

დღესდღეობით სტანდარტი უშვებს გლუვ და უხეშბალნიან პარსონ რასელებს, რომლებიც ძაღლების მოყვარულებში ერთნაირი პოპულარობით სარგებლობენ. ძლიერი და ენერგიული პარსონი ძალიან კარგი კომპანიონია, თუმცა რეგულარული ფიზიკური ვარჯიში სჭირდება. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი ყავისფრით, შავი თეთრით, სამფეროვანი (შავი, ჟღალი, თეთრი). წვერ-ულვაში სერიოზულ შესახედაობას აძლევს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: