პარვუსი
| პარვუსი | |
|---|---|
|
| |
| სრული სახელი | ნორბერტ კიში |
| დაიბადა | 1 მარტი, 1981 |
| დაბადების ადგილი | ბუდაპეშტი, უნგრეთი |
| ეროვნება | უნგრელი |
| სფერო | გრაფიკა, პიროგრაფია |
პარვუსი (უნგრ. Párvusz; ნამდვილის სახელი ნორბერტ კიში[1], დ. 1 მარტი, 1981) — უნგრელი გრაფიკოსი და პიროგრაფი.
სტილი და ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ბუდაპეშტში და სეგედში.[2][3] პარვუსის ნამუშევრები ძირითადად დახატულია ტუშით. ზოგჯერ მხატვარი იყენებს აკვარელს, თუმცა აქაც ძირითადი ფერი შავი და თეთრია.[2]
მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს უნგრელმა მხატვარმა ენდრე სასმა და ნიდერლანდელმა მორის ეშერმა. 2004 წელს მხატვარმა საკუთარი სტილი დახვეწა. 2005 წელს ლაპლანდიაში წავიდა. უნგრეთში დაბრუნების შემდეგ ხატვას საამის სიმბოლოებით იწყებს.[4] ამ პერიოდის საუკეთესო ნახატია „საამი მონა ლიზა“, რომელიც ნორვეგიაში გაიყიდა.[2] 2007 წელს მისი შვიდი სურათი იქნა გამოფენილი ნორვეგიის გალერეაში, ტრომსოში.[5] 2009 მხატვარმა ხელოვნების ახალი გზა აღმოაჩინდა და პიროგრაფიით, ხეზე ამოწვით, დაკავდა.[2]
კლასიკური მხატვრობის გარდა, ის ასევე მუშაობს კომიქსებზე. 2009 წელს მან შექმნა რამდენიმე კომიკური ფიგურა, ერთ-ერთი მათგანი იყო Cestgin the capricorn. ის დამზადებულ იქნა რეტორომანულენოვანი ჟურნალისათვის Punts. პირველი ორი გამოცემა 2010 წლის იანვარსა და თებერვალში გამოქვეყნდა.[6][7]
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საამი მონა ლიზა
- ანატომია ოთხ ნაწილად
- მარტა მუხას სტილში
- მორის ეშერი თავის სტილში
- ხე - ფესვი
- ჯვარი ნომერი 1
- ჯვარი ნომერი 2
- კელტური ჯვარი
- აინო კალევალადან
- „კიში“
- მზის ჩასვლა ჰელსინკიში, ზეთით ფერწერა. 82 სმ x 62 სმ
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Parvusz.fw.hu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
- 1 2 3 4 RedBubble. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-18. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
- ↑ Vergitsis, Elias. 76 Ways to Say Amen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-19. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
- ↑ Infonuorra.no[მკვდარი ბმული]
- ↑ Arppa - Working partners[მკვდარი ბმული]
- ↑ Cestgin il capricorn - e l'apocalipsa
- ↑ Cestgin il capricorn - en freestyle