პარგოლოვოს პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პარგოლოვოს პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია
Церковь Петра и Павла в Шуваловском парке.jpg
პარგოლოვოს პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°04′43″ ჩ. გ. 30°17′51″ ა. გ. / 60.07861° ჩ. გ. 30.29750° ა. გ. / 60.07861; 30.29750
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810196014
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალექსანდრე ბრიულოვი
ხუროთმოძღვრული ტიპი ნეოგოთიკა
თარიღდება XIX საუკუნე

პარგოლოვოს პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია (რუს. Церковь Петра и Павла в Парголове) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში, პარგოლოვოს დასახლებაში, შუვალოვის პარკში. ეკლესია აგებულია 1831-1840 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1820-იან წლებში პარგოლოვოს ფლობდა პავლე შუვალოვის ქვრივი ვარვარა შუვალოვა, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცოლად გაყვა იმპერატორის კარის ცერემონმაისტერს, გრაფ ადოლფ პოლეს. 1830 წელს მეორე მეუღლის გარდაცვალებამ სერიოზულად იმოქმედა გრაფინიაზე. მან გადაწყვიტა უკვდავეყო მისი ხსოვნა. ვარვარა შუვალოვას თხოვნით არქიტექტორმა ალექსანდრე ბრიულოვმა შეიმუშავა მისი მეუღლის დასაკრძალავი აკლდამისა პროექტი. აკლდამა იმ წელსვე ააგეს, თაღოვან შესასვლელთან.

ძალიან მალევე ვარვარა პეტრეს ასულმა თხოვნით მიმართა სასულიერო კონსისტორიას, რათა ნება მიეცათ აკლდამაზე აეშენებინა ქვის ეკლესია იმავე ბრიულოვის პროექტის მიხედვით. პასუხად მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არამართლმადიდებელი გრაფის ნეშტი უნდა ყოფილიყო ტაძრის გარეთ. თავდაპირველად ფიქრობდნენ ტაძარი ეკურთხებინათ დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე, მაგრამ თავიდანვე ეკლესიას თვლიდნენ მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრად.

ტაძრის საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1831 წელს, მაგრამ მფლობელის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ეკლესიის მშენებლობა გაგრძელდა 10 წელი. კიდევ ხუთი წლის შემდეგ, 1846 წლის 9 ივლისს, ტაძარი აკურთხა იოაკიმე კოჩეტოვმა. ამ მომენტიდან პეტრესა და პავლეს ეკლესია გახდა შუვალოვ-ვორონცოვების საოჯახო ეკლესია. 1872 წლის 12 ივლისს ტაძარში ჯვარი დაიწერა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვმა და ნადეჟდა პურგოლდმა.

1917 წლის შემდეგ ეკლესია მიაწერეს პარგოლოვოს ტაძარს და შემდეგ საბოლოოდ დახურეს 1935 წელს. დახურვისთანავე დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, სამრეკლოს ზედა იარუსი და მეტალის წვეტი მოხსნეს. კანკელი და მოციქულთა ქანდაკებები გაანადგურეს გოთიკური ფანჯრები შეცვალეს ჩვეულებრივი ფანჯრებით. გადატიხრეს სართულებს შორის. ტაძრის შენობაში განათავსეს ფიზიოთერაპიული კაბინეტი. დიდი სამამულო ომის პერიოდში ეკლესია არ დაზიანებულა.

ინტერიერის რესტავრაცია დაიწყო 1954 წელს. 1957 წელს მოხსნეს სართულთშორისი გადატიხვრა და აღდგინეს გოთიკური ფანჯრები. რესტავრაციის მეორე ეტაპი დაიწყო 1977 წელს. 1980-იანი წლების ბოლოს შენობა იმყოფებოდა ჩამონგრეულ მდგომარეობაში.

1991 წელს ამ სახით ეკლესია გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, დაიწყო რესტავრაცია, რომლის შედეგადაც შენობამ მიიღო თავდაპირველი სახე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Оль Г. А. Александр Брюллов. — Л., 1983. — С. 45—47.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]