პარასიოს ეფესელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პარასიოს ეფესელი (ბერძ. Παρράσιος ο Εφέσιος) — ძვ. წ. V საუკუნის II ნახევრის ბერძენი ფერმწერი. ფერმწერ ევენორის შვილი და მოწაფე. მუშაობდა ათენში. შემოქმედებითი მრწამსით ახლოს იყო ევრიპიდესთან. პარასიოსის ნამუშევრები არ შემონახულა, ცნობილია მხოლოდ ანტიკური ავტორების აღწერით. კარგად გადმოსცემდა ადამიანთა ფიზიკურ ტანჯვასა და სულიერ განცდებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]