პარაპითეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარაპითეკი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Parapithecus

პარაპითეკი (Parapithecus < პარა... და ბერძნ. pithekos — მაიმუნი), ნამარხი ადამიანისნაირი მაიმუნი. მისი კბილებიანი ქვედა ყბის ფრაგმენტი აღმოაჩინა გერმანელმა ანთროპოლოგმა ო. შლოსერმა ეგვიპტეში, ქვედა ოლიგოცენურ ფენებში, 1911 წელს. ქვედა ყბის სიგრძე 36 მმ აღწევს. კბილები დიფერენცირებულია: 2 საჭრელი, 1 ეშვი, 2 მცირე ძირითადი და 3 დიდი ძირითადი კბილი როგორც მარჯვენა ისე მარცხენა მხარეს. ანთროპოლოგთა უმრავლესობა პარაპითეკს თანამედროვე ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და ადამიანის საერთო წინაპრად მიიჩნევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბდუშელიშვილი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 681, თბ., 1984