პარამონოვის საწყობები
პარამონოვის საწყობები რუს. Парамоновские склады | |
---|---|
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
მოქანდაკე | იაკუნინი, ერნსტ შულმანი |
მასალა | აგური |
გახსნის თარიღი | XX საუკუნის შუა წლები |
პარამონოვის საწყობები (რუს. Парамоновские склады) — XIX საუკუნის საწყობების კომპლექსი დონის როსტოვში. მდებარეობს მდინარე დონის ნაპირზე, სოკოლოვის პროსპექტსა და უნივერსიტეტის შესახვევს შორის. არის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარამონოვის საწყობების ყველაზე ძველი ნაგებობა აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში. ყველაზე გვიანდელი კი 1890-იან წლებში[1]. საწყობს აშენებდნენ ინჟინრები აკუნინი და ერნსტ შულმანი[1]. თავისი არსებობის მანძილზე საწყობი სხვადასხვა მფლობელებს და ფირმებს ეკუთვნოდა. თუმცა ქალაქის მოსახლეობა მის მფლობელად მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს, ხორბლის მეწარმეს ელიდიფორ პარამონოვს მიიჩნევს[1].
საწყობი სასწაულებრივად გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის დროს პორტის დაბომბას. თუმცა ერთ-ერთმა ბომბმა დააზიანა წყლის მიწოდების სისტემა[2]. საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში საწყობი გამოიყენებოდა თავისი დანიშნულებით და იქ ინახებოდა ცემენტი, სამშენებლო მასალები და სხვ.[2].
1985 წელს საწყობებმა მიიღო ისტორიისა და კულტურის ადგილობრივი ძეგლის სტატუსი[3]. ცოტა მოგვიანებით, ისტორიულმა ნაგებობამ მიიღო ფედერალური მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარამონოვის საწყობები გაფორმებულია ლაკონიური აგურის დეკორით, რომელიც გადაწყვეტილია რომაულ და კლასიციზმის სტილში.
თანამედროვე მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საწყობები ამჟამად ნანგრევების სახითაა ჩვენამდე მოღწეული. წყალმომარაგების სიტემაში წყლის მუდმივი ტემპერატურის გამო თითქმის მთელი წლის მანძილზე ნანგრევებში ყვავის მწვანე ბალახი[1].
2011 წლის ივნისში ადგილობრივი ენთუზიასტების მეშვეობით საწყობებში გაიმართა დასუფთავების აქცია „ავგიას თავლა“[4]. აქციას მხარს არ უჭერდა როსტოვის ოლქის საკანონმდებლო კრება და იგი უკანონოდ ჩათვალეს, სამაგიეროდ მხარს უჭერდა ცნობილი მომღერალი ნატალია ვეტლიცკაია[4].
2013 წლის დეკემბერში როსტოვის ოლქის საკუთრების სამინისტრომ მოიწონა პარამონოვის საწყობების რეკონსტრუქციის პროექტი[5]. რეკონსტრუქციის პროექტი შეიმუშავა მოსკოვის არქიტექტურული ბიუროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
2015 წლის 23 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საწყობებს უპირებდნენ დანგრევას და ხელახლა აგებას. ახალ ნაგებობაში აღარ იქნებოდა აუზი[6].
უკანასკნელი განცხადება მთავრობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს 2016 წლის დეკემბრის ბოლოს: პარამონოვის საწყობების მთელი კომპლექსი ითვლება ავარიულად და საჭიროა მისი დანგრევა და ხელახლა აშენება. ასევე განაცხადეს, რომ არ იგეგმება აუზის შენარჩუნება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Экскурсии по Ростову. Парамоновские склады зимой დაარქივებული 2017-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Фотографии Парамоновских складов в блоге kLepers
- Официальная группа в facebook
- Парамоновские склады в интернет журнале Донбук[მკვდარი ბმული]
- Парамоновские склады. Фоторепортаж
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Волошинова Л. Парамоновские склады // Молот. — 2010. — 16 июня.
- ↑ 2.0 2.1 Кисин С. Амбарная книга. Жизнь и забвение Парамоновских складов დაარქივებული 2012-08-19 საიტზე Wayback Machine. // Вестник. — 2008. — № 3.
- ↑ Собств. корр. В парамоновские склады вдохнут новую жизнь დაარქივებული 2012-07-19 საიტზე Wayback Machine. // Вечерний Ростов. — 2004. — 15 окт.
- ↑ 4.0 4.1 Пилипенко Г. Ростовчане! Все на склад! // www.rostovnews.net. — 2011. — 10 июня.
- ↑ Собств. корр. Донские власти одобрили проект реконструкции Парамоновских складов დაარქივებული 2013-12-17 საიტზე Wayback Machine. // mail.ru. — 2013. — 17 дек.
- ↑ Купание в памятнике архитектуры «Парамоновские склады» признали опасным для жизни