პარადოქსი (ეპიზოდების სია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ წარმოდგენილია სერიალ "პარადოქსის" ეპიზოდების სია

პირველი სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდი სახელწოდება რეჟისორი სცენარი აღწერა
1 პირველი ინფიცირებული ლევან ბახია ჯაბა მელქაძე

მეტროს მატარებლის ავარიის შემდეგ გუგა გონს მოდის და აღმოაჩენს, რომ მის ირგვლივ მხოლოდ მკდრები ან ზომბების მსგავსი არსებები არიან. ის ცდილობს თავი დააღწიოს აქაურობას და ამასობაში კიდევ ერთ გადარჩენილს, ელენეს გადაეყრება. ისინი ერთად განაგრძობენ ბრძოლას გადარჩენისთვის

2 სამხედრო ბაზა ზურა მენთეშაშვილი ბესიკ ლილუაშვილი გუგა და ელენე წყალტუბოში აპირებენ წასვლას, სადაც ელენეს შვილის, ანას ექსკურსია იყო დაგეგმილი. მათ დახმარებას სამხედრო ბაზიდანაც სთავაზობენ.
3 სანატორიუმი ლევან ბახია ზურა ცინცაძე სანატორიუმი ამჟამად ზომბებისგან გამოქცეული ადამიანების თავშესაფრადაა ქცეული. გუგა, ელენე და მათი თანამგზავრები აქ ერთი ღამით დარჩენას და დილიდან ძებნის გაგრძელებას აპირებენ. თუმცა, ეს ადგილი შეიძლება არც ისე უსაფრთხო აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეხედით ჩანს
4 მღვიმე ზურა მენთეშაშვილი ხატია ხოსროშვილი სანამ ელენე და მისი მეგობრები ანას ეძებენ მღვიმეში, სანატორიუმში სიტუაცია იძაბება. დათო რაღაც მნიშვნელოვანს მალავს შენობის ბინადრებისგან.
5 თავშესაფარი ბერა ივანიშვილი ანდრო ბარბაქაძე თბილისისკენ მომავალი ჯგუფი საიდუმლო გვირაბს ეძებს, სადაც ლევანის აზრით ერთი ღამით თავის შეფარება შეიძლება. თუმცა, როგორც ჩანს, უსაფრთხო ადგილები ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს: ისინი აქაც გადაეყრებიან ზომბებს

მთავარ როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი გმირი
თორნიკე გოგრიჭიანი
ნანკა კალატოზიშვილი
რატი წითელაძე
გიორგი მასხარაშვილი
ია სუხიტაშვილი
გიორგი ცერცვაძე
ანასტასია შერემეტი
ალექს კომაროვსკი

მეორე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდი სახელწოდება რეჟისორი სცენარი აღწერა
1 PILOT ლევან ბახია ჯაბა მელქაძე ახალგაზრდა მეცნიერი ოჯახური ტრაგედიის გამო თავს იკლავს. ამოუცნობი მიზეზით რამდენიმე თვეში ის ისევ უბრუნდება სიცოცხლეს. თუმცა, რეალობა, რომელშიც იღვიძებს, იმდენად უცნაური და სიურრეალისტურია, რთულია გაერკვეს სად მოხვდა.
2 გზა ზურა მენთეშაშვილი ბესიკ ლილუაშვილი მღვდლის სამოსში გადაცმული ირაკლი ცოტა ხნის წინ გაცნობილ ახალგაზრდასთან ერთად სხვა გადარჩენილების მოსაძებნად მიდის, რომელთა შორის სავარაუადოდ მისი ცოლიცაა. თინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რაც არსებულ პირობებში თითქმის წარმოუდგენელია
3 ბალანსი ლევან ბახია ზურა ცინცაძე ირაკლი და ნოდარი მიტოვებულ სოფელში განათებულ სახლს და მასში მცხოვრებ მარტოხელა ცოლ-ქმარს მიაგნებენ. დასახმარებლად მისულებს მასპინძლები სახლში შეიპატიჟებენ და უჩვეულო სიმშვიდით ისმენენ მათ გასაჭირს. რას მალავს იდუმალი ცოლ- ქმარი და რატომ არ ტოვებენ ისინი ამ უკაცრიელ სოფელს?
4 ახალი რასა ზურა მენთეშაშვილი ხატია ხოსროშვილი ირაკლი და მისი თანამგზავრები თინას გადასარჩენად თბილისისკენ მიემართებიან. პოსტაპოკალიპტურ, დაცარიელებულ ქალაქში საავადმყოფოშიც ყველაფერი მოშლილია. ნამორაძის ლაბორატორიაში კი ექიმები უცნაურ ექსპერიმენტებს განაგრძობენ
5 რთული არჩევანი ლევან ბახია ჯაბა მელქაძე ირაკლი ხვდება, რომ თინას ასეთ პირობებში ვერ უმკურნალებს, სხვა გზების მოძიებისთვის კი დრო ძალიან ცოტაა, რადგან ავადმყოფის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ერთადერთი შანსი, რომ თინა ცოცხალი დარჩეს, მისი ვამპირად გადაქცევაა
6 გეგმები ზურა მენთეშაშვილი ბესიკ ლილუაშვილი ირაკლის ლაბორატორიაში შეღწევა უნდა: ის ფიქრობს, რომ საკუთარი ცოდნით შეძლებს ახალი ვაქცინა კიდევ უფრო გააუმჯობესოს და თინას დაეხმაროს. თუმცა, პროფესორ ნამორაძეს ზედმეტი სტუმრები სულაც არ სჭირდება
7 გაღვიძება ბერა ივანიშვილი ანდრო ბარბაქაძე ლაბორატორიაში შესულ ირაკლის პროფესორი ნამორაძე არჩევანის წინაშე აყენებს: ან დაეხმაროს ახალი, ვამპირული რასის შექმნაში, ან ორსული ცოლი სასიკვდილოდ გაიმეტოს
8 შეცვლილი წესები ბერა ივანიშვილი ანდრო ბარბაქაძე გამოღვიძებულ თინას არაფერი ახსოვს და ვერც ვერავის ცნობს. ერთადერთი, რაც ზუსტად იცის, ისაა, რომ ძალიან შია. შიმშლლის გრძნობა თანდათან ნამორაძეს და გიორგისაც ერევათ და ირაკლის იძულებულია, გართულებების თავიდან ასაცილებლად სისხლი იშოვოს
9 ნიშნები ლევან ბახია ჯაბა მელქაძე ლუბეცკი და პეტრო ბიბლიოთეკაში მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაგნებენ, თუმცა ვამპირებს ვერც აქ აუვლიან გვერდს. ირაკლი კომუნაში გადარჩენილ ადამიანებს შეკრებს და სიკვდილ-სიცოცხლის არსზე ესაუბრება მათ
10 თავდასხმა ზურა მენთეშაშვილი ბესიკ ლილუაშვილი ქართლოსი და ირაკლი ნამორაძის განეიტრალებას გეგმავენ. თუმცა, ეს ისე უნდა მოახერხონ, რომ მასთან მყოფი თინა არ დაზარალდეს. ამასობაში კომუნას ვამპირების ახალი ტალღა უახლოვდება
12 ნახატი ლევან ბახია ჯაბა მელქაძე თავდასხმის შემდეგ კომუნაში დიდი არეულობაა. ეკლესიაში უცნობი წარმომავლობის ნახატი ჩნდება, რომლის საიდუმლოს ამოხსნასაც ლუბეცკი ცდილობს. ლაბორატორიაში ნამორაძის მაგივრად ირაკლი აგრძელებს ექსპერიმენტებს. მეცნიერი დილემის წინაშე დგას: ვაქცინის შესაქმნელად მსხვერპლია საჭირო.
11 სხივი ბერა ივანიშვილი ანდრო ბარბაქაძე პეტროს უცნაური არქეოლოგი გაიტაცებს და მისტიური სხივის საიდუმლოს გაანდობს, რომელში შესვლის შემდეგაც ადამიანი დედამიწის ნებისმიერ წერტილში ხვდება. პორტირება პოსტაპოკალიპტურ სამყაროში შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი იარაღი გახდეს
13 ვაქცინა ლევან ბახია ჯაბა მელქაძე გუგა ჩერნობილში მიდის და ელენეს დაკარგულ შვილს ეძებს. ირაკლი კი ვაქცინაზე მუშაობისას ისეთ აღმოჩენებს აკეთებს, რაც შესაძლოა ნამორაძესთან ურთიერთობის გარკვევაში და ცოლ-შვილის დაბრუნებაში დაეხმაროს. სწორედ ეს ვაქცინა განსაზღვრავს, შეძლებენ თუ არა პოსტ-აპოკალიპტური სამყაროს შვილები ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას