პანდეიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პანდეიზმი — თეოლოგიური მოძღვრება, რომელიც პანთეიზმის პრინციპებს დეიზმთან აერთიანებს. პანდეიზმი მიიჩნევს, რომ შემოქმედი ღმერთი თავად გახდა სამყარო და შეწყვიტა არსებობა, როგორც ცალკეულმა ცნობიერმა არსმა. პანდეიზმი წინადადებას აყენებს ახსნას, ერთი მხრივ, დეიზმის გადმოსახედიდან - რატომ შექმნიდა ღმერთი სამყაროს და შემდეგ ხელს აიღებდა მასზე, და, მეორე მხრივ, პანთეიზმის გადმოსახედიდან - სამყაროს წარმოშობა და პირველმიზეზი გამოარკვიოს.

„პანდეიზმი“ ორი ძირის - „პანთეიზმის“ და „დეიზმის“ შეერთებით მიღებული ჰიბრიდული სიტყვაა, აერთიანებს რა ბერძნულიდან πάν — „ყველაფერს“ და ლათინურიდან deus — „ღმერთს“. სავარაუდოდ, ეს სიტყვა დღევანდელი გაგებით მორიც ლაზარუსმა და ჰეიმან სთეინთელმა შექმნეს 1859 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]