პალმის კუნძულები
პალმის კუნძულები — ხელოვნური კუნძულები დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რომლებზეც განლაგებულია უმთავრესი კომერციული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. ეს არის ნიმუში ტრადიციების პროგრესთან შერწყმისა. არაბებს რელიგია უკრძალავს უცხოელებისათვის მიწის მიყიდვას, ამიტომაც მათ ხელოვნური კუნძულების შექმნა გადაწყვიტეს და შესაბამისად და შესაბამისად ამ მიწის თავისუფლად გაყიდვაც შეეძლებათ.
ხელოვნურმა კუნძულმა „პალმის კუნძულის“ სახელწოდება ფორმის გამო მიიღო. ”პალმის კუნძულები” მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური კუნძულები გახდება, რომლებიც ჩინეთის კედლის მსგავსად, კოსმოსიდან შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება.
პალმა ჯუმეირა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული „ხის ტანისგან“, „ვარჯისა“ და ნახევარმთვარისგან შედგება. „პალმის ტანზე“, რომლის სიგრძე ორი კილომეტრია, ხოლო სიგანე 450 მეტრი, უმაღლესი დონის 7 სასტუმრო, უამრავი მაღაზია და საცხოვრებელი შენობებია განთავსებული. ლუქსის კლასის მქონე 10 შენობა ზღვას გადაჰყურებს. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში - „მარინში“, 2 სასტუმრო, იახტკლუბი, სპეციალიზებული მაღაზიები და ორი დიდი ნავსაყუდელია განთავსებული. მთლიანობაში კუნძულზე 60 სასტუმრო, 400 ექსკლუზიური ვილა და კოტეჯია. ასევე 5 000 აპარტამენტი, წყლის პარკები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული კლუბები, კინოთეატრები და სპეციალური ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით დაივინგის მოყვარულებს იზიდავს.
კუნძულის „ვარჯი“ 17 გრაციოზული ტოტისგან შედგება, რომლებიც ზღვის სხვადასხვა მხარესაა მიმოფანტული. ერთ-ერთი მათგანი ყვევილების ბაღებითაა დაფარული, ხოლო დანარჩენებზე კოტეჯები და ვილებია.
„ნახევარმთვარეზეც“ ასევე უმაღლესი კლასის სასტუმროებია.აქვეა მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა პარკი დაივინგის მოყვარულთათვის. წყალქვეშ მდებარეობს „დაკარგული ქალაქი“, რომელიც წარმოადგენს მთელს ქალაქს, სადაც ჩაძირულია თვითმფრინავებისა და გემების, ეგვიპტური პირამიდებისა და ძველი რომაული კოლონადების ნახვაა შესაძლებელი.წყალქვეშ მათ ისტორიებსაც გაეცნობით.
პალმა ჯებელ ალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიგით მეორე კუნძული, რომელიც „პალმა ჯუმეირაზე“ დიდია. „პალმის ტანზე”, რომლის სიგრძე 2,4 კილომეტრია, ხოლო სიგანე 450 მეტრი, „ზღვის სოფელია” განთავსებული, სადაც 8 სასტუმრო, ელიტური საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო კომპლექსები, კინოთეატრები და სხვა დასასვენებელი დაწესებულებებია.
მთლიანად კუნძულების მშენებლობაზე 100 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა და ქვა დაიხარჯა, ხოლო დუბაის სახმელეთო ზოლი 120 კილომეტრით დაგრძელდა.
უნიკალური კომპლექსი „მსოფლიო“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნიკალური კომპლექსი „მსოფლიო” 7 კონტინენტისა და 200 ხელოვნური კუნძულისგან შედგება და დუბაის სასტუმრო „ბურჯ ალ არაბის” მოპირდაპირე მხარესაა გაშენებული. ხელოვნური კუნძულებისგან განსხვავებით, „მსოფლიოში” ჩასვლა მხოლოდ ზღვიდან არის შესაძლებელი. კუნძულზე არ იქნება მაღალი შენობები, რაც ბუნებრივ კუნძულოვან ატმოსფეროს არღვევს. 200 კუნძული მსოფლიოს თითო ქვეყანას წარმოადგენს და კუნძულები ამა თუ იმ ქვეყნისთვის ლანდშაფტითა და დიზაინითაა წარმოდგენილი.
პროექტის მშენებლობას ხელმძღვანელობდა Al Nakheel-ის კორპორაცია, რომელმაც დუბაის სანაპირო ზოლი გაზარდა 120 კილომეტრით და შექმნა უზარმაზარი ტერიტორია სახლებისათვის, გართობისა და დასვენებისათვის.
კუნძულების შექმნის იდეა პირველად 2002 წელს გახმოვანდა, მთავარი იყო დუბაის გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება იმისათვის, რომ გამხდარიყო საუკეთესო ტურისტული ადგილი. პალმ აილენდს თავისი უნიკალური სილამაზის გამო მსოფლიოს მერვე საოცრებასაც უწოდებენ. სახელწოდება „პალმ აილენდი” წარმოიშვა თავად კუნძულების ფორმიდან. უზარმაზე ტერიტორიაზე გაშენებულ კუნძულებს პალმის ხის ფორმა აქვთ ნახევარმთვარის ფორმით თავში. პირველი ორი კუნძული შედგება დაახლოებით 100 მილიონი კუბურ მეტრის ქვისა და ქვიშისგან. ყველა მასალა ემირატებიდან იქნა მოტანილი. სამ კუნძულს შორის მთავსებულია ასამდე მდიდრული სასტუმრო, ექსკლუზიური საცხოვრებელი ვილები და ბინები თავისი სანაპირო ზოლით, აგრეთვე მცირე პორტები, წყლის პარკები, რესტორნები, სვაჭრო ცენტრები, სპორტული დაწესებულებები და გამაჯანსაღებელი სპა ცენტრები.
დუბაის ბურჯ თაუერი უკვე მსოფლიოშო ყველაზე მაღალი შენობა გახდა. მისი სიმაღლეა 512 მეტრი. როდესაც მისი მშენებლობა დასრულება 2009 წელს მისი სიმაღლე დაახლოებით 800 მეტრის სიმაღლის იქნება.
თუმცა დუბაის არქიტექტურული მიღწევები ამით არ სრულდება. საკუთარ რეკორდს მოხსნის ალ ბურჯ თაუერი, რომელსაც 200 სართულზე მეტი ექნება და 1 კმ სიმაღლეს მიაღწევს.
ნაგებობა შედგება სამი გამოყოფილი ცათამბჯენისგან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან ერთმანეთთან რამდენიმე ხიდით. ერთ-ერთი ცათამბჯენი დანარჩენებზე დაბალია და სახურავზე აქვს უზარმაზარი საცურაო კომპლექსი, დანარჩენი ორი კი უზარმაზაროი წვეტიანი სახურავით იქნება დასრულებული. დუბაის კუნძულების მშენებლობა წარმოუდგენელ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა იმდენად მომგებიანი პროექტია, რომ დანახარჯების რაოდენობა სრულიად ანაზღაურებადია. თითქმის ყველა კუნძული უკვე კერძო მფლობელობაშია. დუბაიში იმართება უმაღლესი კლასის წვეულებები, მოდური ჩვენებები, სპორტული შეჯიბრებები. კურორტის ხშირი სტუმრები არიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები, მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები. ეს ყველაფერი განაპირობებს ახალი დუბაის სტატუსსა და შემოსავლებს.
21 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა პალმ აილენდი. 20 მილიონ დოლარიანი გახსნის ცერემონიალი გაიმართა უმდიდრეს სასტუმრო ატლანტისში. გახსნას 2000-მდე სტუმარი დაესწრო, მათი უმეტესობა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები იყვნენ, ჰოლივუდისა და სხვა ვარსკვლავები. ყველაზე აღსანიშნავი იყო 3 მილიონი დოლარის ღირებულების ფოიერვერკები, რომელმაც გაანათა პალმ ჯუმეირაჰის ყველა ტოტი. ორგანიზატორების თქმით, ეს იყო 7-ჯერ უფრო მასშტაბური ფოიერვერკი, ვიდრე იყო ამ წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. აღსანიშნავია, რომ ამ სანახაობის დანახვა კოსმოსიდანაც კი შეიძლებოდა.
დუბაის კუნძულები ბევრ ასპექტში წარმოადგენენ თანამედროვე საოცრებას. ქვეყანა ნავთობის მარაგით მიღებულ უზარმაზარ სიმდიდრეს აბანდებს ტურიზმის განვითარებაში და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდ მოგებას მიიღებს ამ ინვესტიციისაგან.