პავლოვსკის წმინდა ეკატერინესა და ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლოვსკის წმინდა ეკატერინესა და ღვთისმშობლის შობის ეკლესია
პავლოვსკის წმინდა ეკატერინესა და ღვთისმშობლის შობის ეკლესია — რუსეთი
პავლოვსკის წმინდა ეკატერინესა და ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°39′13″ ჩ. გ. 30°24′36″ ა. გ. / 59.65361° ჩ. გ. 30.41000° ა. გ. / 59.65361; 30.41000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810340003
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1743-1747

პავლოვსკის წმინდა ეკატერინესა და ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Святой Великомученицы Екатерины и Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია პავლოვსკში, სანქტ-პეტერბურგი.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ეკლესიას აქვს ორი საკურთხეველი ერთი დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე, ხოლო მეორე ღვთისმშობლის შობის სახელზეა ნაკურთხი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავლოვსკის ისტორიული დასახლების, დინამოს მოსახლეები თავდაპირველად იყვნენ გლეხები, რომლებიც ეკუთვნოდათ გრაფ სკავრონსკიებს და მათ შთამომავლებს, ისინი მიეკუთვნებოდნენ ცარსკოე-სელოს სამრევლოს.

1743 წელს ეპისკოპოს ნიკოდიმის კურთხევით შედგა ტაძრის სარძიკვლის ჩაყრა. მშენებლობა მიმდინარეობდა გრაფ მარტინ სკავრონსკის ფინანსებით.

1822-1824 წლებში და 1829 წლებში გრაფინია იულია სამოილოვას ინიციატივით ეკლესია გადააკეთეს დომენიკო ადამინის პროექტის მიხედვით. 1867-1872 წლებში არქიტექტორმა ალექსანდრე რეზანოვმა ნაწილობრივ მოახერხა ტაძრის ადრინდელი სახის აღდგენა.

1875 წლის 1 ივლისს ეკლესია გაძარცვა ფსკოველმა გლეხმა ი. პერედოიკომ. გატაცებული ნივთები აღმოაჩინეს დაზიანებულ მდგომარეობაში. მოგვანებით ეკლესიის ფასეულობები გადამალეს საკურთხევლის ჯვართან, რომელიც განათავსეს ზედა ეკლესიაში.

თავდაპირველად ეკლესია გრაფების მიერ გაღებული თანხებით არსებობდა, ხოლო 1859 წლიდან სასახლის ხარჯებზე გადავიდა, რადგან დასახლება შეიძინა იმპერატორმა. ეკლესიასთან ახლოს მოქმედებდა სასაფლაო[1].

ეკლესიაზე მიწერილი იყო სანქტ-პეტერბურგის წმინდა მოციქულთასწორ ოლღას სახელობის ტაძარი, რომელიც აკურთხეს 1898 წელს.

1937 წელს საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დააპატიმრეს წინამძღვარი ნიკოლოზ დავიდოვი და ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდა. 1938 წელს ეკლესია საბოლოოდ დახურეს. შენობაში განათავსეს კლუბი და კინოდარბაზი.

1941 წლის აგვისტოში ნკვდ-ს სპეციალურმა ჯგუფმა ააფეთქა ეკლესიის სამრეკლო და გუმბათი. ეს ახსნეს იმით, რომ გერმანული არტილერიისათვის ორიენტირი მოესპოთ.

გერმანული ოკუპაციის პერიოდში ეკლესიაში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა შენობის ნაწილში სოფელ ანტროპშინოში, ხოლო 1943 წლიდან აღსდგა თვით ტაძარშიც[2].

საბჭოთა ძალების მიერ ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ ტაძარი გარკვეული პერიოდი არ მოქმედებდა, მაგრამ მრევლი დარეგისტრირდა და ტაძარში მღვდელი დაინიშნა. ქვედა ტაძარში ღვთისმსახურება აღსდგა 1946 წელს, ხოლო 1954 წელს რემონტის შემდეგ აკურთხეს ზედა ეკლესიაც.

2007 წელს აღადგინეს სამრეკლო, ხოლო 2011 წელს დააშენეს გუმბათიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Церковь Святой Великомученицы Екатерины и Рождества Пресвятой Богородицы в Графской Славянке // Памятники истории и культуры Санкт-Петербурга: Исследования и материалы. — [СПб.], 2002. — Вып. 6. — С. 62—79. — ISBN 5-89771-027-9.
  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей: Краткий исторический справочник. — 2-е, испр. и доп.. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 395—405. — ISBN 5-9900655-3-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]