პავლე კაიუმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პავლე კაიუმელი (გ. 766) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 ივნისი, ახალი სტილით — 21 ივნისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა პავლე კაიუმელი დაიბადა და აღიზარდა კონსტანტინოპოლში. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმის მხილებისთვის ცხვირი მოაჭრეს, ადუღებული ფისი და გოგირდი გადაასხეს, თვალები დათხარეს და ასე ნატანჯი და დამცირებული დიდხანს შეკრული ფეხებით ათრიეს ქალაქის ქუჩებში.

წმინდა პავლე ტანჯვაში აღესრულა 766 წლის 7 ივნისს. 122 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კაიუმის მონასტერში დაფლული მისი ნეშტი უხრწნელად იყო დაცული. იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში გადააბრძანეს. 1222 წელს წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლიდან ვენეციაში გადაასვენეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.