პავლე გრაჩოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პავლე გრაჩოვი

პავლე გრაჩოვი (რუს. Па́вел Серге́евич Грачёв; დ. 1 იანვარი, 1948, ტულის ოლქი — გ. 23 სექტემბერი, 2012, კრასნოგორსკი, მოსკოვის ოლქი[1]) — რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სამხედრო მეთაური, საბჭოთა კავშირის გმირი (1988), რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი (1992–1996), რუსეთის ჯარის პირველი გენერალი (1992 წლის მაისი).

აგვისტოს პუტჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 19 აგვისტოს შეასრულა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომიტეტის („ГКЧП“) ბრძანება მოსკოვში საჯარისო შენაერთების შეყვანასთან დაკავშირებით და უზრუნველყო საჰაერო-სადესანტო 106-ე საგვარდიო დივიზიის მოსკოვში ჩასვლა და დედაქალაქის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა.

ელცინის მხარეს გადასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 20 აგვისტოს მეორე ნახევარში გრაჩოვმა ავიაციის მარშალ შაპოშნიკოვთან, გენერალებ აჩალოვთან და გრომოვთან ერთად შეატყობინა „ГКЧП“-ს ხელმძღვანელობას უზეანესი საბჭოს ძალადობრივი გზით აღების მიმართ საკუთარი ნეგატიური აზრის შესახებ. შემდეგ, გრაჩოვი გავიდა კონტაქტზე რუსეთის ხელისუფლებასთან. მისი ბრძანებით, თეთრ სახლთან, მისი დაცვისთვის, გადაისროლეს გენერალი ალექსანდრე ლებედის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ტანკები და პირადი შემადგენლობა. ვალენტინ ვარენიკოვის მოგონებებით, „ГКЧП“-ს საქმესთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაში, გრაჩოვი აცხადებდა, რომ რუსეთის პარლამენტის შტურმით აღებას არავინ აპირებდა. მოგვიანებით, გრაჩოვი, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ბრძანებით დაინიშნა სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და რსფსრ-ს თავდაცვით საკითხების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ.[2] 31 აგვისტოს გაათავისუფლეს საჰაერო-სადესანტო ჯარის მეთაურობის თანამდებობიდან.[3] 1991 წლის 29 ოქტომბერს, რსფსრ-ს პრეზიდენტის, ბორის ელცინის ბრძანებით დადასტურდა გრაჩოვის დანიშვნა თავდაცვითი საკითხების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ,[4] თუმცა, ორი კვირის შემდეგ, იგი გახდა მოვალეობის შემსრულებელი რსფსრ-ს მინისტრთა საბჭოს გადადგომის გამო.[5] სსრკ-ს პრეზიდენტის 1991 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.[2]

1992 წლის თებერვლიდან 23 ივნისამდე იყო დსთ-ს ქვეყნების გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის პირველი მოადგილე და რუსეთის ფედერაციის თავდაცვითი საკითხების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;[6] ემხრობოდა დსთ-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სისტემის შექმნის იდეას.

1992 წლის 3 აპრილიდან იყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; იყო პასუხისმგებელი დსთ-ს ქვეყნების გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უზენაეს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაზე იმ საჯარისო შენაერთების მართვასთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში იმყოფებოდა.[7]

1992 წლის 7 მაისს მას დაევალა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უშუალო მართვა;[8] ამის შემდეგ მას, პირველს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მიენიჭა ჯარის გენერალის წოდება. გახდა რუსეთის ჯარის ყველაზე ახალგაზრდა გენერალი, 44 წლის ასაკში.[9]

თავდაცვის მინისტრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 18 მაისიდან იყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი.[10] გაზეთ „Труд“-ის კორესპონდენტის, ვიქტორ ხლისტუნის კითხვაზე (თუ რატომ გახდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის პირველი მინისტრი სსრკ-ს დაშლის შემდეგ), გრაჩოვი იხსენებდა:

— სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა შაპოშნიკოვი, სინამდვილეში, ბირთვული ღილაკი მას ჰქონდა. ასე გრძელდებოდა 1992 წლის მაისამდე. მაშინ ელცინმა კიდევ ერთხელ დამიბარა. სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებს მაშინ უკვე ჰქონდათ ჯარი და სამინისტროები. პრეზიდენტმა გამომიცხადა: მე გადავწყვიტე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შევქმნა, კომიტეტის ნაცვლად. შაპოშნიკოვი იქნება სსრკ-ში, ხოლო თქვენ — რუსეთში. გნიშნავთ მინისტრად. მე ვეუბნები — ადრეა, ბორის ნიკოლაევიჩ, დანიშნეთ შაპოშნიკოვი, მას გამოცდილება აქვს, მე კი მის პირველ მოადგილედ გამიშვით. ამაზე მოვრიგდით, თითქოს, მაგრამ შემდეგ დღეს, 1992 წლის 10 მაისს, ბორის ნიკოლაევიჩი მირეკავს და რაღაც ირონიით მითხრა: ნუ, პაველ სერგეევიჩ, რადგან თქვენ თანახმა არ ხართ, რადგან არ გინდათ, პრეზიდენტს დაეთანხმოთ, მე თვითონ ვიქნები თავდაცვის მინისტრი, თქვენ კი ჩემი მოადგილე. ასე რომ, რუსეთის თავდაცვის პირველი მინისტრი იყო ელცინი... ერთ კვირაში ზარი: როგორი მდგომარეობა გვაქვს ჯარში? ხმა დაღლილი ჰქონდა. ხშირად გადმოსცემდა ხოლმე ხმით განწყობას, თამაშობდა ასე. მე ვპასუხობ, ყველაფერი წესრიგშია. და მერე ელცინმა თითქოს წაიწუწუნა: იცით, მე ძალიან დავიღალე მინისტრობით! ამიტომ, მოვაწერე ხელი ბრძანებას თქვენს დანიშვნაზე. — ინტერვიუ: „პაველ გრაჩოვი: მე დამნიშნეს ომზე პასუხისმგებლად“. გაზეთი „Труд“, № 048/15.03.2001.[11]

მინისტრის პოსტი დატოვა 1996 წელს, ბორის ელცინის რუსეთის პრეზიდენტად მეორე ვადაზე არჩევის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Скончался экс-министр обороны РФ Павел Грачёв.
  2. 2.0 2.1 Указ Президента СССР от 23 августа 1991 года № уп-2449 «О назначении Грачёва П. С. первым заместителем Министра обороны СССР — председателем Государственного комитета РСФСР по оборонным вопросам».
  3. Указ Президента СССР от 31.08.1991 N УП-2510
  4. Указ Президента РСФСР от 29 октября 1991 года «О Председателе Государственного комитета РСФСР по оборонным вопросам».
  5. Постановление Верховного Совета РСФСР от 15 ноября 1991 г. № 1881-I «Об отставке Совета Министров РСФСР». Указом Президента РСФСР от 6 ноября 1991 года № 171 Совету министров РСФСР было поручено исполнять свои обязанности до формирования Правительства РСФСР во главе с Президентом РСФСР
  6. Указ Президента Российской Федерации от 23 июня 1992 года № 662 «Об освобождении генерала армии Грачёва П. С. от должности первого заместителя Главнокомандующего Объединенными Вооружёнными Силами СНГ — председателя Государственного комитета Российской Федерации по оборонным вопросам».
  7. Указ Президента Российской Федерации от 3 апреля 1992 года № 356 «О первом заместителе Министра обороны Российской Федерации».
  8. Указ Президента Российской Федерации от 7 мая 1992 года № 466 «О создании Вооружённых Сил Российской Федерации».
  9. Указ Президента Российской Федерации от 7 мая 1992 года № 468 «О присвоении воинского звания генерала армии П. С. Грачёву».
  10. Указ Президента РФ от 18.05.1992 № 512 «О министре обороны Российской Федерации».
  11. Газета «Труд» № 048 за 15.03.2001, интервью «Павел Грачёв: „Меня назначили ответственным за войну“».