პავლე ბელიაევი
პავლე ივანეს ძე ბელიაევი (რუს. Павел Иванович Беляев; დ. 26 ივნისი, 1925, სოფელი ჩელიშჩევო, ვოლოგდის ოლქი — გ. 10 იანვარი, 1970, მოსკოვი) — საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი (1965), სკკპ წევრი (1949-დან).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1942 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქარხანაში. 1943 წელს მოხალისედ წავიდა საბჭოთა არმიის რიგებში. ჩარიცხეს ეისკის საზღვაო მფრინავ-გამანადგურებელთა საავიაციო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1945 წელს. მონაწილეობდა იაპონიასთან ომში. 1959 წელს დაამთავრა სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1965 წლის 18 მარტს ა. ლეონოვთან ერთად გაფრინდა კოსმოსში „ვოსხოდ-2“-ით (იყო ხომალდის მეთაური). გაიყვანა ხომალდი ორბიტაზე. 26 სთ იფრინა კოსმოსში, 17-ჯერ შემოუარა დედამიწას და დაფარა 720 ათას კმ-ზე მეტი.
დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 284.