ალექსი ლეონოვი
ალექსი ლეონოვი | |
---|---|
Алексей Архипович Леонов | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 30 მაისი, 1934 |
დაბ. ადგილი | ლისტვიანკა, ტისულის რაიონი, აღმოსავლეთ ციმბირის მხარე, რსფსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 11 ოქტომბერი, 2019 (85 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
ქვეყანა |
![]() ![]() |
სპეციალობა | მფრინავი, ინჟინერი, კოსმონავტი |
სამხედრო წოდება |
![]() |
ექსპედიცია |
„ვოსხოდ-2“ „სოიუზ-19“ (სოიუზ — აპოლონი) |
კოსმოსში გატარებული დრო |
1: 1 დღ. 2 სთ 2 წთ 2: 5 დღ. 22 სთ 30 წთ |
ჯილდოები |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
ალექსი არხიპის ძე ლეონოვი (რუს. Алексей Архипович Леонов; დ. 30 მაისი, 1934, ლისტვიანკა, ტისულის რაიონი, დღევანდელი კემეროვოს ოლქი — გ. 11 ოქტომბერი, 2019, მოსკოვი)[1] — საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი (1965 და 1975).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩუგუევის სამხედრო საავიაციო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1957) მფრინავად მსახურობდა სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილებში. 1968 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია. კოსმოსში პირველი გაფრენა 1965 წლის 18 მარტს მეორე პილოტის რანგში განახორციელა პავლე ბელიაევთან ერთად კოსმუსური ხომალდით „ვოსხოდ-2“. მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ღია კოსმოსში ხომალდიდან გავიდა, 5 მეტრით დაშორდა ხომალდს და იქ 12 წუთი დაჰყო. ფრენის მთლიანი დრო — 1 დღე 2 სთ 2 წთ. მეორე ფრენა, რომელიც 5 დღე 22 სთ 30 წთ გაგრძელდა, 1975 წლის 15–21 ივლისს შედგა ხომალდით „სოიუზ-19“; ამ დროს ალექსი ლეონოვი კოსმოსში ხომალდის მეთაურის რანგში იმყოფებოდა ვალერი კუბასოვთან ერთად. 17 და 19 ივლისს ხომალდი შეუპირაპირდა ამერიკულ კოსმოსურ ხომალდ „აპოლონს“, რომელში იმყოფებოდნენ კოსმონავტები — ტომას სტეფორდი, ვენს ბრენდი და დონალდ სლეიტონი. მოხდა ეკიპაჟთა გაცვლა, ჩაატარეს ერთობლივი სამეცნიერო ექსპერიმენტები. 1982–1991 წლებში იყო იური გაგარინის სახელობის რუსეთის კოსმონავტთა მოსამზადებელი სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსის პირველი მოადგილე.
მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1981); დაჯილდოებულია ლენინის ორდენებით (1965, 1975), წითელი ვარსკვლავის ორდენით (1961), კონსტანტინე ციოლკოვსკის სახელობის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით და სხვა ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 194.
- Леонов Алексей Архипович // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 281.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Умер космонавт Алексей Леонов. РИА Новости (2019-10-11). ციტირების თარიღი: 2019-10-11.
- დაბადებული 30 მაისი
- დაბადებული 1934
- გარდაცვლილი 11 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 2019
- საბჭოთა კავშირის გმირები
- I ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- III ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- რუსეთის მეგობრობის ორდენის კავალრები
- ლენინის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- III ხარისხის სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის ორდენის კავალრები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლის მედლით დაჯილდოებულები
- მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა ვეტერანის ორდენით დაჯილდოებულები
- საბრძოლო თანამეგობრობის განმტკიცებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 40 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 70 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- საბჭოთა მილიციის 50 წლის მედლით დაჯილდოებულები
- უმწიკვლო სამსახურისათვის I ხარისხის მედლით დაჯილდოებულები
- უმწიკვლო სამსახურისათვის II ხარისხის მედლით დაჯილდოებულები
- უმწიკვლო სამსახურისათვის III ხარისხის მედლით დაჯილდოებულები
- სსრკ კოსმონავტი მფრინავები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატები
- სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედლით დაჯილდოებულები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- I კლასის სამხედრო მფრინავები
- საბჭოთა მხატვრები
- რუსი მხატვრები