პაველ კაზაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პაველ კაზაკოვი (რუს. Павел Николаевич Казаков; დ. 19 თებერვალი, 1928, მოსკოვი — გ. 15 სექტემბერი, 2012, იქვე) — რუსი საბჭოთა მსაჯი ფეხბურთში. საკავშირო (1962) და საერთაშორისო (1970) კატეგორიების მქონე კაზაკოვმა 1961–1976 წლებში იმსაჯა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 164 მატჩში, ასევე სსრკ თასის თამაშებში. მსაჯობდა საერთაშორისო ტურნირებზეც, მათ შორის 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და 1972–1973 წლების უეფა-ს თასის ფინალში.[1]

გარდაიცვალა 2012 წლის 15 სექტემბერს, 84 წლის ასაკში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Умер Павел Казаков. რუსეთის ფეხბურთის კავშირი. 17.09.2012.