ოყნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოყნა, უკანა ტანიდან სწორ ნაწლავში წყლის, რაიმე ხსნარის, სამკურნალო სითხის ან დიაგნოსტიკური საშუალებების შეყვანა. განარჩევენ გამწმენდ, გამხსნელ, წამლეულისა და დიაგნოსტიკურ ოყნას.

გამწმენდი ოყნის დროს შეჰყავთ 25-30 °C ტემპერატურის 1—1,5 წყალი (ან საპნიანი ხსნარი) პერისტალტიკის გასაძლიერებლად მაგარი განავლის დასარბილებლად; გამწმენდი ოყნის ნაირსახეობაა სიფონის ოყნა, რომლის დროსაც წყალი (0,5—1 ლ) შეჰყავთ მრავალჯერ და რიტმულად, სიფონის პრინციპით; იყენებენ ნაწლავთა პარეზის დროს დროს.

გამხსნელი ოყნის დროს შეჰყავთ 50—200 მლ მცენარეული ზეთი ან 50—100 მლ სუფრის მარილის, მაგნიუმსულფატის ან ნატრიუმსულფატის ჰიპერტონიული ხსნარი; იყენებენ ნაწლავების დაცლისას ჭინთვების თავიდან ასაცილებლად.

წამლეული ოყნით შეჰყავთ საწამლე ნივთიერებანი, რომლებიც შეიწოვება ნაწლავის კედლებიდან ან უშუალოდ მოქმედებს ნაწლავის ლორწოვანზე. ორგანიზმში სითხის დიდი რაოდენობით შეყვანის აუცილებლობის დროს იყენებენ წვეთოვან ოყნას (წვეთობით სითხე უკეთ შეიწოვება);

დიაგნოსტიკურ ოყნას მიმართავენ კონტრასტული ნივთიერებების შესაყვანად რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს. ზოგჯერ ოყნით შეჰყავთ გლუკოზა ან ფიზიოლოგიური ხსნარი, რაც ხელოვნური კვების ერთ-ერთი სახეა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 619, თბ., 1984
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოყნა&oldid=2379274“-დან