ოქროს ფარდული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქროს ფარდული
ოქროს ფარდულის სახურავი

ოქროს ფარდული (გერმ. Goldenes Dachl) — გვიანი გოთური სტილის ელემენტებით გაფორმებული შენობა ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში, რომელიც ამ ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა. მისი ერკერის სახურავი დაფარულია 2 657 მოოქროვილი სპილენძის ფირფიტით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს ფარდული აიგო 1420 წელს, როგორც ტიროლის მხარის მთავრის რეზიდენცია. შემდგომ პერიოდში ნიკლას ტიურინგ უფროსმა გერმანიის მეფისა და შემდგომ იმპერატორ მაქსიმილიან I-ის მითითებით შენობას 1497-1500 წლებში დაამატა გოთური სტილის მდიდრული დეტალები.

ერკერის რელიეფებზე გამოსახულია მაქსიმილიან I თავისი ორი ცოლით, ასევე მისი კანცლერი, მასხარა, მორესკას მოცეკვავეები და გერბი. რელიეფის ორიგინალი დღეს ტიროლის სამხარეო მუზეუმში ინახება.

1996 წელს ოქროს ფარდულში გაიხსნა მუზეუმი „მაქსიმილიანეუმი“, რომელიც 2007 წელს გაფართოებისა და რესტავრაციის შემდეგ ხელმეორედ გაიხსნა „ოქროს ფარდულის მუზეუმის“ სახელწოდებით.

2003 წლიდან ამავე შენობაშია განთავსებული ალპების კონვენციის მუდმივმოქმედი სავდინო.

ოქროს ფარდულის წინ ყოველწლიურად იმართება მსუფუქი მძლეოსნური წარმოდგენა, რომელიც Internationalen Golden Roof Challenge-ის სახელითაა ცნობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]