ოქროს ლეგენდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Legenda Aurea“, დაახლოებით 1290 წელი, Laurentian ბიბლიოთეკა, ფლორენცია

ოქროს ლეგენდა (ლათ. Legenda Aurea) — იაკობ დე ვორაგინეს ნაშრომი, ქრისტიანული ლეგენდების კოლექცია და წმინდანთა ცხოვრება, დაწერილი დაახლოებით 1260 წელს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი XIV-XVI საუკუნეებში.

ლეგენდის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს ლეგენდა იყო შექმნილი დომინიკელი იაკობ დე ვორაგინეს მიერ, რომელიც იყო გენუის ეპისკოპოსი, ნაწილობრივ წერილობითი წყაროების და ნაწილობრივ ხალხური ლეგენდების მიხედვით.

როგორც ლიტერატურული მასალა გამოყენებულ იქნა, როგორც კანონიკური, ასევე პოპულარული აპოკრიფული სახარების მიხედვით, მაგალითად ნიკოდიმოს სახარება; ისტორია იერონიმეს „ცხოვრება წმინდა მამათა“-დან, ევსევის „საეკლესიო ისტორიიდან“, ასევე იოსებ ფლავიუსის, ამბროსი მედიოლანელის ნაშრომებიდან და სხვა შუა საუკუნეების ნამუშევრებიდან. ნაპოვნია 130-ზე მეტი გამოყენებული ტექსტი, თუმცა ბევრი ისტორიის წყაროს პოვნა, საიდანაც იაკობი იღებდა სიუჟეტებს, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. გარდა ძველი ავტორების გადათქმისა, შემქმნელმა დაამატა ბევრი ლეგენდა და თქმულება, რომელიც ზეპირი ფორმით ვრცელდებოდა საზოგადოებაში. ეს კოლექცია შეიქმნა ყოველგვარი ავტორისეული კრიტიკის გარეშე. 

თავდაპირველად, წიგნი შეიცავდა 180 ყველაზე პატივსაცემი კათოლიკური წმინდანების ცხოვრებას, თუმცა საუკუნეების მანძილზე ეს რიცხვი მატულობდა. საბოლოოდ, „ოქროს ლეგენდა“ შეიცავს დაახლოებით ორასი წმინდანის მონათხრობს, მათ შორის აპოკრიფული სიუჟეტებს ქალიშვილი მარიამი და იესო ქრისტეს, რამდენიმე ეპიზოდები ძველი აღთქმის პერსონაჟების ცხოვრებიდან, ასევე ლიკურგიკული კალენდრის ინტერპრეტაცია და რელიგიური დღესასწაულების მნიშვნელობა.

ავტორის მიერ შერჩეული სახელი„ Legenda Sanctorum“ (წმინდა ზღაპრები), ხალხური ტრადიციიის გავლენის შემდეგ აღმოჩნდა „Legenda Aurea“, ანუ „Aurea“ რაც ოქროს მიშნავს, მიუთითებს ნაწარმოების მაღალი ღირსებაზე. კიდევ ერთი სახელი „Historia Lombardica“ — ხაზს უსვამს გარკვეულ ეპიზოდებს ლომბარდების ცხოვრებიდან.

Legenda Aurea, 1499.

ჟანრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს ლეგენდა ეკუთვნოდა ლათინურ ენაზე დაწერილ კონსოლიდირებული კოლექციის ლეგენდების რიგს, რომელიც იქმნება ევროპაში XIII-XV საუკუნეებში, მას სულიერი და მორალური ხასიათი აქვს და განკუთვნილია ფართო სპექტრის მკითხველისთვის.

ქრისტიანული ისტორია და მოძღვრება წიგნში მარტივადაა გადმოცემული, მაგრამ ძალიან გულწრფელი და ექსპრესიული მანერით. წიგნის მსოფლმხედველობა გამომდინარეობს შუა საუკუნეების შეხედულებებიდან: სასწაულებრივი და რეალური არ არის დაყოფილი, სასწაული საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

გავლენა ევროპულ კულტურაზე [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებულმა წარმოუდგენელი გავლენა იქონია ევროპულ კულტურაზე. ის გახდა მრავალი სიუჯეტის წყარო ლიტერატურული თუ ფერწერული ნაწარმოებების, ასევე ჰაგიოგრაფიული ნაშრომების დამუშავებისათვის.

ოქროს ლეგენდა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს იარაღს თანამედროვე ხელოვანებისათვის, რომლებიც იყენებენ წმინდათა ატრიბუტებს თავიანთი ფრესკების, ნაწარმოების თუ ნახატების შესაქმნელად. 

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]