ოქროს კარიბჭე (ვლადიმირი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმირის ოქროს კარიბჭე

ვლადიმირის ოქროს კარიბჭე (რუს. Золотые ворота во Владимире) აიგო 1164 წელს ვალდიმირის მთავარ ანდრეი ბოგოლიუბის ზეობის პერიოდში და ერთადერთი შემონახული ნიმუშია უძველესი რუსული ქალაქის კარიბჭისა. ოქროს კარიბჭე სააღლუმე შესასვლელი იყო ქალაქის ყველაზე მდიდარ ნაწილში.

ოქროს კარიბჭეები არსებობდა ქრისტიანული მართლმადიდებლობის უწმინდეს ქალაქებში — იერუსალიმში, კონსტანტინეპოლსა და კიევში. გახადა რა ვლადიმირი საკუთარ დედაქალაქად, ანდრეი ბოგოლიუბი ამგვარ სტრუქტურების მსგავს ნაგებობას უკვეთავს საკუთარ ხელოსნებს ქალაქის მთავარ კარიბჭეზე თეთრი კირქვითა და ოქროს არშიებით. შესაძლოა, რომ ხუროთმოძღვრები მოწვეული ყოფილიყვნენ ბიზანტიიდან, ვინაიდან აქ, როგორც ჩანს, ბერძნული ზომებია გამოყენებული რუსულის ნაცვლად. მთავარი თაღი 15 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო.

კარიბჭე გადაურჩა მონღოლთა შემოსევას 1237 წელს. XVIII საუკუნის ბოლოს ეს სტრუქტურა იმდენად მიუხედავი იყო, რომ ეკატერინე დიდი მის ქვეშ გასვლას ერიდებოდა თაღის მის თავზე დამხობის შიშით. 1779 წელს მისი ბრძანებით კარიბჭის დეტალური ზომები და მონახაზები გააკეთეს. 1797 წელს დიდი ბჭობის შედეგად, კარიბჭის თავზე არსებული ბარბიკული ეკლესია ჩამოღებულ იქნა. მის ნაცვლად ორი მრგვალი კოშკი დაშენდა სტრუქტურის კონსტრუქციის გასამაგრებლად, შემდეგ კი ადრეული ნახაზებით აღდგენილ იქნა ბარბიკული ეკლესიაც.