ოუ-ჯეი სიმფსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოუ-ჯეი სიმფსონი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი O. J. Simpson
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1]
დაბ. თარიღი 9 ივლისი, 1947(1947-07-09)[2] [3]
დაბ. ადგილი სან-ფრანცისკო[4] [5]
გარდ. თარიღი 10 აპრილი, 2024(2024-04-10)[6] (76 წლის)
გარდ. ადგილი ლას-ვეგასი[7] [5]
სიმაღლე 185
წონა 95
ქვეყანა აშშ
კლუბი San Francisco 49ers, USC Trojans football და Buffalo Bills
ჯილდოები Pro Football Hall of Fame და Associated Press Athlete of the Year

ორენთალ ჯეიმზ (ოუ-ჯეი) სიმფსონი (ინგლ. Orenthal James "O. J." Simpson; დ. 9 ივლისი, 1947, სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ, — გ. 10 აპრილი, 2024, ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ) — ამერიკელი სპორტსმენი (ამერიკული ფეხბურთი), მსახიობი.

სასპორტო კარიერა დაიწყო კოლეჯის ფეხბურთით, შემდეგ თამაშობდა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის პროფესიულ გუნდებში: „ბუფალო-ბილზსა“ (1969-1977) და „სან-ფრანცისკო ფორთი-ნაინერზში“ (1978-1979). ცნობილი იყო სისწრაფითა და მოუხელთებლობით, ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რანინბექად (მრბოლელად) ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში. სასპორტო კარიერის დასრულების შემდეგ მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. მონაწილეობდა ფილმებში: „ცადაზიდული ჯოჯოხეთი“ (რეჟისორი ჯონ გილერმინი, 1974), „შიშველი იარაღი“ (რეჟისორი დევიდ ცუკერი, 1988 და 1991; რეჟისორი პიტერ სიგალი, 1994) და სხვ.; მუშაობდა სპორტის კომენტატორად.

1994 წელს სიმფსონს ბრალად წაუყენეს ყოფილი მეუღლის და ამ უკანასკნელის მეგობარი მამაკაცის მკვლელობა. სიმფსონმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა ხანმოკლე საავტომობილო დევნის შემდეგ, რომელსაც მილიონობით ადამიანი პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ადევნებდა თვალს. მისი სასამართლო ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის პროცესად იქცა. საბოლოოდ სიმფსონი გაამართლეს, თუმცა მის ბრალეულობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გაყოფის გამო რეპუტაციის აღდგენა ვერ შეძლო. 2008 წელს სიმფსონს მიესაჯა პატიმრობა შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობის ბრალდებით. 2017 წელს ის პირობითი გზით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. გარდაიცვალა 2024 წელს 76 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BlackPast.org — 2004.
  2. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. GeneaStar
  4. Deutsche Nationalbibliothek Record #119239256 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. 5.0 5.1 Catalog of the German National Library
  6. Shapiro E. O.J. Simpson, former football star acquitted of murder, dies at 76ABC News.
  7. O.J. Simpson Dead at 76 After Cancer Battle — 2024.