ოტო უორმბირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოტო უორმბირი
მშობლიური სახელი Otto Frederick Warmbier
დაბადების სახელი ოტო ფრედერიკ უორმბირი
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1994
ცინცინატი, ოჰაიო, აშშ
გარდაცვალების თარიღი 19 ივნისი, 2017 (22 წლის)
ცინცინატი, ოჰაიო, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ვაიომინგის უმაღლესი სკოლა
ალმა-მატერი ვირჯინიის უნივერსიტეტი
ცნობილია როგორც ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული და დაპატიმრებული ამერიკელი სტუდენტი
მშობლები მამა: ფრედ უორმბირი
დედა: სინდი უორმბირი[1]

ოტო ფრედერიკ უორმბირი (ინგლ. Otto Frederick Warmbier; დ. 12 დეკემბერი, 1994, ცინცინატი, ოჰაიო, აშშ — გ. 19 ივნისი, 2017, ცინცინატი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი კოლეჯის სტუდენტი, რომელიც დააპატიმრეს ჩრდილოეთ კორეაში 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის ივნისამდე, მას შემდეგ, რაც ბრალად წაუყენეს „მტრული ქმედება“ ქვეყნის (ჩრდ. კორეის) წინააღმდეგ. უორმბირმა, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, აღიარა, რომ მოიპარა პოლიტიკური პროპაგანდისტული პოსტერი, რისთვისაც მას 15 წლიანი გამოსწორებითი შრომა მიესაჯა. ამერიკის შეერთებული შტატები შეეცადა დიპლომატიური ძალისხმევით გაეთავისუფლებინათ უორმბირი. უორმბირის მამის განცხადებით, მისი (უორმბირის) აღიარება იძულებითი იყო და ჩრდილოეთი კორეის მთავრობის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გატაცებული.[2]

ჩრდილოეთ კორეის ციხეში უორმბირი კომაში ჩავარდა, მოგვიანებით 2017 წელს გაათავისუფლეს, თითქმის 18 თვის შემდეგ. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, უორმბირი ბოტულიზმით იყო ავად, მაგრამ აშშ-ელმა ექიმებმა ეჭვი გამოთქვეს ამ განცხადებაზე. 13 ივნისს უორმბირი სპეციალური რეისით ცინცინატიში, ოჰაიოში ჩამოიყვანეს და ცინცინატის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას „მძიმე ნევროლოგიური ტრავმის“ დიაგნოზი დაუსვეს. უორმბირის მამის განცხადებით, ის „სასტიკი ტერორის ქვეშ იმყოფებოდა“.[3]

უორმბირი შეერთებულ შტატებში დაბრუნებიდან ექვსი დღის შემდეგ, 2017 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Svrluga, Susan (June 19, 2017). „Otto Warmbier dies days after release from North Korean detainment“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 28, 2019. ციტირების თარიღი: June 19, 2017.
  2. „Otto Warmbier's family holds news conference“. YouTube. June 15, 2017. ციტირების თარიღი: June 15, 2017.
  3. „Ex-N Korea detainee Otto Warmbier has severe brain damage, doctors say“. news.com.au. AP, News Corp Australia Netwok. June 16, 2017.