ოსტატი და მარგარიტა (პერსონაჟების სია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აქ წარმოდგენილია მიხეილ ბულგაკოვის რომანის „ოსტატი და მარგარიტა“ პერსონაჟების სია.

სექციების სია

30-იანი წლების მოსკოვი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსტატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერალი, პილატეს შესახებ რომანის ავტორი, ადამიანი, რომელიც არ ესადაგება იმ ეპოქას, რომელშიც ცხოვრობს და სასოწარკვეთილი პიროვნება. იგი შეშლილობამდეა მიყვანილი რომანის კრიტიკის გამო. მისი სახელი და გვარი არსად არის ნახსენები, ’ოსტატი’ მისი ერთადერთი სახელია.

მარგარიტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ინჟინერის უბედური მეუღლე, რომელიც უკმაყოფილოა თავისი ქორწინებით. მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე ის შემთხვევით ხვდება ოსტატს და პირველივე დანახვით უყვარდება იგი (როგორც რომანშია აღწერილი, ’სიყვარული ამოიზარდა ჩვენს შორს, თითქოს მიწიდან’).

სატანის წრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოლანდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავად სატანა, რომელიც მოსკოვს ეწვია უცხოელი პროფესორის სტატუსით, რათა ჩაეტარებინა შავი მაგიის სეანსი.

ფაგოტი (კოროვიევი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოლანდის ერთ-ერთი მოახლე, რომელიც გამუდმებით დადის დამსხვრეული პენსნეთი. რეალურად კი იგი არის რაინდი, რომელიც იძულებულია, სატანას ემსახუროს, რადგან ოდესღაც უცნაურად იხუმრა მის შესახებ.

აზაზელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემონი-მკვლელი, საზარელი გარეგნობით. მისი პროტოტიპია დაცემული ანგელოზი აზაზელი, რომელიც ბიბლიის მიხედვით, იქცა მსოფლიო წარღვნის ერთ-ერთ მიზეზად.

ბეჰემოთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო პერსონაჟი. ხუმარა და მოუსვენარი კატა, რომელიც ადამიანის სახითაც ჩნდება ხოლმე. მისი პროტოტიპია ამავე სახელის მქონე დემონი. ვოლანდის გუნდში ის მოხვდა იმავე მიზეზით, რაც ფაგოტი.

ჰელა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალი-ვამპირი სატანის გარემოცვიდან. ყოველთვის დადის შიშველი, მაგრამ სილამაზეს აფუჭებს მხოლოდ ნაკბენი კისერზე.[nb 1]}

მიხეილ ბერლიოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე. განათლებული და ყველაფრისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი. გარკვეული დროის განმავლობაში ნავს ბინაში ცხოვრობდა, სადაც მოგვიანებით ვოლანდი გადასახლდა.

ივანე უსახლკარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეტი, რომელიც ცდილობდა ვოლანდისა და მისი მსახურების დაჭერას. არავინ დაუჯერა, რომ იგი მართლაც სატანის ქმედებების თვითმხილველი გახდა, ასე რომ ივანე ჩასვეს საგიჟეთში, სადაც მის მეზობელ ოთახში ოსტატი იჯდა.

სტეფანე ლიხოდეევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარიეტეს თეატრის დირექტორი, ბერლიოზის მეზობელი, რომელიც ასევე ცხოვრობს ნავს ბინაში. უსაქმური, მექალთანე და ლოთი. თავისი ქცევის გამო ვოლანდის თანმხლები პირების მიერ გადასროლილი იქნა იალტაში.

ნიკანორ ბოსოი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეზობლოს ამხანაგობის თავმჯდომარე. ცნობილი მექრთამე. მან აიღო ფული ფაგოტისგან, რათა უცხოელი სტუმრის (ვოლანდის) ვიზიტი მოსკოვში მიჩქმალულიყო - იმ პერიოდში ყველა უცხოელი ჩერდებოდა მხოლოდ სპეციალურ სასტუმროებში და არა რიგით ბინებში. სახლში მოტანილი რუბლები მან დამალა ტუალეტში, მაგრამ ფაგოტმა ისინი გადააქცია დოლარებად და დარეკა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში, რამაც გამოიწვია ბოსოის დაპატიმრება. მოგვიანებით იგი გადაყვანილი იქნა საგიჟეთში, სადაც სულ ამასთან დაკავშირებული კოშმარები ელანდებოდა.

ივანე ვარენუხა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარიეტეს თეატრის ადმინისტრატორი. მოხვდა ვოლანდის გარემოცვის ხელში, როდესაც შინაგან საქმეთა კომისარიატში ლიხოდეევთან მიმოწერის ამონაბეჭდი მიჰქონდა. ’სატელეფონო ტყუილის’ გამო ჰელამ იგი ვამპირად აქცია. მაგრამ ვოლანდის მეჯლისის შემდეგ მან ჩვეული სახე დაიბრუნა. ყველა მოვლენის შემდეგ, ვარენუხა იქცა გულკეთილ, თავაზიან და პატიოსან პიორვნებად.

გრიგორი რიმსკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარიეტეს თეატრის ფინანსური დირექტორი. ჰელამ და ვარენუხამ მწარედ შეაშინეს და მოსკოვიდან გააქციეს. შინაგან საქმეთა კომისარიატში დაკითხვისას ჯავშნით დაცულ კამერაში ჩასმა ითხოვა.

ჟორჟ ბენგალსკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარიეტეს თეატრის კონფერანსიე. ვოლანდის გარემოცვის მიერ სასტიკად იქნა დასჯილი იმის გამო, რომ მათი ვარიეტეში გამოსვლისას აქა-იქ წარუმატებელი კომენტარებით გამოდიოდა - მას მოაგლიჯეს თავი. თავის ადგილზე დაბრუნების შემდეგ დიდ ხანს ვერ მოდიოდა გონს და სტრავინსკის კლინიკაში იქნა გადაყვანილი. ბენგალსკის ფიგურით ბულგაკოვი საბჭოთა საზოგადოების კრიტიკას ახდენს.

ვასილი ლასტოჩკინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარიეტეს ბუღალტერი. მისი თანდასწრებით ფული უცხოურ ვალუტად იქცა.

პროხორ პეტროვიჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანახაობრივი კომისიის თავმჯდომარე ვარიეტეს თეატრიდან. ბეჰემოთმა იგი დროებით გაიტაცა და მის ადგილზე დატოვა მხოლოდ კოსტიუმი, მას შემდეგ, რაც პროხორმა წარმოთქვა "ეშმაკებსაც წავუღივარ".

მაქსიმილიან პოპლავსკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლიოზის კიეველი ბიძია, რომელიც ოცნებობდა მოსკოვში გადმოსახლებაზე. ვოლანდი იგი თავად მიიწვია ბერლიოზის დასაფლავებაზე, მაგრამ როგორც კი პოპლავსკი გამოჩნდა მის სახლში, გააგდო იგი, ვინაიდან მაქსიმილიანს მხოლოდ ბინის საკითხი ადარდებდა.

ანდრეი სოკოვი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარიეტეს მებუფეტე, რომელიც ვოლანდმა გააკრიტიკა უხარისხო საკვების გამო. დააგროვა 249 ათას მანეთზე მეტი იმით, რომ მეორეხარისხოვან პროდუქტებს იძენდა. ვოლანდმა იგი გააფრთხილა, რომ მალე გარდაიცვლებოდა.

ნიკოლოზ ივანოვიჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტას მეზობელი ქვედა სართულიდან. მარგარიტას მოახლემ ნატაშამ იგი დიდ ღორად გადააქცია და ვოლანდთან მასზე შემჯდარი გაემგზავრა.

ნატაშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტას მოახლე, რომელიც საკუთარი სურვილით გადაიქცა კუდიანად.

ალოიზი მოგარიჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსტატის ნაცნობი, რომელმაც მასზე საჩივარი დაწერა, საცხოვრებელი ფართის მითვისების მიზნით. გამოგდებული იქნა მითვისებული ბინიდან ვოლანდის მსახურების მიერ. შეშლილმა დატოვა მოსკოვი, მაგრამ დაბრუნდა. შემდგომში შეცვალა თანამდებობაზე რიმსკი, რითაც ვარენუხას დიდ უსიამოვნებებს უქმნიდა.

ანუშკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეკულანტი, რომელსაც ტრამვაის რელსებზე დაეღვარა ზეთი. ამ ზეთის გამო ბერლიოზს რელსებზე ფეხი დაუცურდა, სწორედ ამ დროს ტრამვაიმ თავი მოჰკვეთა..

ფრიდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოდვილი ქალი, რომელიც მიიწვიეს ვოლანდის მეჯლისზე. ოდესღაც მან ცხვირსახოცით საკუთარი ბავშვი დაახრჩო და მიწაში დამარხა, რის გამოც, ყოველი დილით, მას ამ ცხვირსახოცს აძლევენ. მარგარიტა ვოლანდს სთხოვს ფრიდას შენდობას - რითაც, თითქოს ერთადერთი სურვილის ახდენის - ოსტატის დაბრუნების შანსს კარგავს.

ბარონი მაიგელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შსსკ-ს თანამშრომელი, რომელსაც დაავალეს ვოლანდის ჯაშუშობა. მოკლეს ვოლანდის მეჯლისზე, ხოლო სისხლით აავსეს ვოლანდის ლიტურგიული სასმისი.

არჩიბალდ არჩიბალდოვიჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიბოედოვის სახლის რესტორნის დირექტორი, მრისხანე უფროსი და ფენომენალური ინტუიციის მქონე ადამიანი.

არკადი სემპლეიაროვი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ე.წ. მოსკოვის თეატრების აკუსტიკური კომისიის თავმჯდომარე. ვარიეტეში კოროვიევი სააშკარაოზე გამოიტანს მის სასიყვარულო ისტორიებს.

ერშალაიმი, ჩვ.წ. I ს.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პილატე პონტოელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდეის მეხუთე პროკურატორი. სასტიკი პიროვნება, რომელიც, მიუხედავად თავისი ხასიათისა, იეშუა ჰა-ნოცრის მიმართ კეთილგანწყობილი ჩანდა. იძულებული გახდა, იეშუასთვის გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი.

იეშუა ჰა-ნოცრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოხეტიალე ფილოსოფოსი ნაზარეთიდან, რომელსაც ვოლანდი აღწერს პატრიარქის ტბორებზე. მასზე ასევე არის საუბარი ოსტატის მიერ დაწერილ რომანში. იეშუა წარმოდგენილია, როგორც ჰუმანისტი, რომელიც ყოველ ძალადობას ეწინააღმდეგება.

ლევი მათე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰა-ნოცრის ერთადერთი მიმდევარი. მიჰყვებოდა თავის მასწავლებელს სიკვდილამდე, შემდეგ კი მოხსნა ჯვრიდან და დაასაფლავა.

იოსებ კაიფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდეველი მღვდელთმთავარი, სინედრიონის თავი, რომელმაც იეშუა ჰა-ნოცრის სიკვდილით დასჯა მოითხოვა.

იუდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერშალაიმის ახალგაზრდა მკვიდრი, რომელმაც სინედრიონს იეშუა გადასცა. მისი მკვლელობა ორგანიზებული იქნა პილატეს მიერ, რომელიც განიცდიდა იეშუას უსამართლო სიკვდილს.

აფრანიუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პილატეს საიდუმლო სამსახურის მეთაური. ხელმძღვანელობდა იუდას მკვლელობას და ღალატისათვის განკუთვნილი ფული კაიფას რეზიდენციაში შეაგდო.

მარკუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენტურიონი, პილატეს მცველი, რომელსაც ოდესღაც გერმანელებთა ბრძოლისას სახე დაუზიანდა.

ნიზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერშალაიმის მკვიდრი, აფრანიუსის ჯაშუში, რომელიც თავს იკატუნებდა, თითქოს იუდა უყვარდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართულ თარგმანებში არსებობს სახელის თარგმნის ვერსია „გელა“. ამას ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ ბულგაკოვს ეს სახელი აღებული აქვს ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან, სტატიიდან „ჯადოსნობა“ (Чародейство)[1]. ლექსიკონში მითითებულია, რომ კუნძულ ლესბოსზე ჰელე ენიჭებოდა უდროოდ დაღუპულ ქალებს, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ვამპირებად იქცეოდნენ. სახელს ძველ ბერძნული წარმოშობა აქვს, ამიტომ -ს სახით არ გადმოდის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]