ანჯეი ვაიდა
ანჯეი ვაიდა | |
---|---|
![]() ანჯეი ვაიდა 2012 წელს |
|
დაბ. თარიღი | 6 მარტი, 1926 სუვალკი, პოლონეთი |
გარდ. თარიღი | 9 ოქტომბერი, 2016 (90 წლის) |
საქმიანობა | რეჟისორი სცენარისტი |
აქტიური | 1951–დღემდე |
საიტი | wajda.pl |
ანჯეი ვაიდა (პოლ. Andrzej Wajda; დ. 6 მარტი 1926, სუვალკი, პოლონეთი, — გ. 9 ოქტომბერი 2016, ვარშავა, პოლონეთი) — პოლონელი რეჟისორი, სცენარისტი. 1954 წელს ქალაქ ლოძში დაამთავრა კინემატოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების უმაღლესი სახელმწიფო სკოლის სარეჟისორო განყოფილება. 1951 წლიდან დაიწყო მუშაობა კინოში. აღიარება მოუტანა II მსოფლიო ომის თემაზე შექმნილმა ფილმებმა: „არხი“ (1956) და „ფერფლი და ალმასი“ (1958), რომლებშიც დიდი მხატვრული ძალით გვიჩვენა თავისი თაობის ბედი ეროვნული ისტორიის ყველაზე მწვავე დღეებში.[1] ამ ფილმებმა რეჟისორს ფართო აღიარება მოუტანა.[2] პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კინემატოგრაფიისა და თეატრალური ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. მისი ფილმები გამოირჩევა რეალიზმით, რეჟისურის უმაღლესი ოსტატობითა და სამსახიობო ხელოვნებით.[2] ომის თემებით არის დატვირთული მისი ფილმები: „ლეტნა“ (1959), „სამსონი“ (1961), „კატინი“ (2007) და სხვა. ვაიდას ფილმებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე მიღებული აქვს ჯილდოები.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 273-274, თბ., 1979 წელი.
- ↑ 2.0 2.1 ანჯეი ვაიდა — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)