ოსბერგის გემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსბერგის გემი

ოსბერგის გემი — მუხისგან აგებული ვიკინგების გემი (დრაკარი) და საფლავი, აღმოჩენილი 1904 წელს ტენსბერგთან, ოსლოდან 113 კმ.–ის დაშორებით, ნორვეგიულ ვესტფოლდში. ნაწილების რესტავრაციის შემდეგ გემი სრულიად აღადგინეს.

გემს ოცდაათი წყვილი ნიჩაბი აქვს, მაგრამ, როგორც ფიქრობენ, ის ზღვაში გასასვლელად არ იყო გამიზნული. დაახლოებით ახ.წ. 820 წელს აგებული გემი მეფის ასულისა და მისი მოახლეების საფლავად იქცა, რომლების მრავალ საყოფაცხოვრებო ნივთთან, მაგალითად, ქვაბებთან და საწოლთან ერთად დამარხეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]