ორი რაინდი (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორი რაინდი
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1914
წინამორბედი After the Race (short story)
მომდევნო პანსიონი

ორი რაინდი (ინგლ. Two Gallants) — ჯეიმზ ჯოისის მოთხრობა, რომელიც შევიდა, ირლანდიელი მწერლის მიერ 1914 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობათა კრებულში დუბლინელები. ავტორი მოგვითხრობს ორ მამაკაცზე, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან საკუთარი ცხოვრებით და მიღწევებით და ცდილობენ სხვების ცხოვრებით მანიპულირებას.[1] ჯოისი მიიჩნევდა რომ ეს მოთხრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მთელ კრებულში.[2]

გამოცემის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრანდ რიჩარდსის „ლონდონ ჰაუსი“, 1905 წელს დათანხმდა დუბლინელების გამოცემაზე, მაგრამ კონკრეტული თავების გამო გამოცემა შეფერხდა. ერთ-ერთი ასეთი იყო „ორი რაინდი“.[3] გრანდ რიჩარდსისთვის მიწერილ წერილში ჯოისი, ამ კონკრეტული ნოველის მიმართ, საკუთარ სიყვარულს უსვამდა ხაზს, „ამ ნოველის გამოტოვება ნამდვილად დამღუპველი იქნება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავია წიგნში. მე მირჩევნია ხუთი სხვა ნოველა ამოვიღო კრებულიდან, ვიდრე ეს ერთი.“[2] ჯოისმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა თავის ნაშრომში, თუმცა ცხრა წლის შემდეგ გრანდ რიჩარდსმა დუბლინელები გამოსცა იმ სახით როგორც ის 1905 წელს უნდა გამოეცათ.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საღამოს, ახალგაზრდა მამაკაცი სახელად კორლი თავის მეგობარ ლენეჰენს სეირნობის დროს გამოუტყდა თავისი მსახურის ცდუნებაში. ცორლის შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი ქალთან, ამ შეხვედრის განმავლობაში ლენეჰენი დუბლინში დაეხეტებოდა მერე კი ბარდის საჭმელად დაჯდა. განმარტოების დროს ის ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე, იმაზე რომ ოცდათერთმეტი წლისა იყო და თავისი ცხოვრებითაც არ იყო კმაყოფილი. მამაკაცი ოცნებობდა „მარტივად მოაზროვნე “ ქალთან შეხვედრაზე. ჭამას რომ მორჩა, ლენეჰენმა ცოტა კიდევ იხეტიალა მანამ კორლისთან დათქმული შეხვედრის დრო მოვიდოდა. კორლიმ მას ოქროს მონეტა აჩვენა, რომელიც იმ ქალმა თავის უფროსს მოპარა და კორლის მისცა იმ დანახარჯის სანაცვლოდ რომელიც წარსულში მასთან ურთიერთობის დროს კორლიმ დახარჯა. კორლიმ და ლენეჰენმა გზა განაგრძეს ქალის მიერ მოპარული ოქროს მონეტიანად.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Walzl, Florence L. James Joyce Quarterly, Vol. 2, No. 2 (Winter, 1965), p. 73
  2. 2.0 2.1 Joyce, James. Letter to Grant Richards. 20 May 1906
  3. Richards, Grant. Letter to James Joyce. 23 Apr. 1906
  4. Joyce, James. Dubliners (London: Grant Richards, 1914)