ოპოსუმისებრნი
იერსახე
| ოპოსუმისებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Didelphis virginiana | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Didelphidae | ||||||||||||
| ||||||||||||
ოპოსუმისებრნი (ლათ. Didelphidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ჩანთოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 8-50 სმ, მასა 1,6-5,7 კგ. აერთიანებს 12 გვარის 65 სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ცხოვრობენ ტყეებსა და ჯაგნარში. უმთავრესად მეხეური, ზოგიერთი ნახევრად წყლის ცხოველია. აქტიურობენ შებინდებისას და ღამით. ნაირჭამიები ან მწერიჭამიები არიან. მაკეობა 12-16 დღეს გრძელდება. შობენ 18-მდე ნაშიერს, რომელთაც დედალი 70 დღემდე ჩანთით ატარებს. სანადირო ობიექტია (იყენებენ ხორცს). ჩრდილოამერიკულ ოპოსუმს (Didelphis marsupialis) იყენებენ, როგორც ლაბორატორიულ ცხოველს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 546.