ონდავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ონდავა
Ondava

ონდავა
ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ქალაქები სვიდნიკი
სტროპკოვი
სათავე აღმოსავლეთი ბესკიდები
შესართავი ბოდროგი
სიგრძე 146,5 კმ
აუზის ფართობი 3,400 კმ²
მდინარის სისტემა დუნაი
წყლის ხარჯი (საშ.) 22 მ³/წმ
ონდავა ვიკისაწყობში

ონდავა (სლოვაკ. Ondava) — მდინარე სლოვაკეთში, მდინარე ბოდროგის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 146,5 კმ, აუზის ფართობი 3400 კმ². სათავე აქვს აღმოსავლეთ ბესკიდებში. კვეთს ონდავის მაღლობს. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა. საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში 22 მ³/წმ. ზემოთში არის ჰიდროელექტროსადგური. მდინარის ნაპირზეა ქალაქები: სვიდნიკი და სტროპკოვი. მდიდარია თევზით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]