ოლივია როდრიგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლივია როდრიგო
ინგლ. Olivia Isabel Rodrigo

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ოლივია იზაბელ როდრიგო
დაბ. თარიღი 20 თებერვალი, 2003 (2003-02-20) (21 წლის)
დაბ. ადგილი Murrieta, რივერსაიდის ოლქი, კალიფორნია, აშშ[1]
წარმოშობა მურიეტა, კალიფორნია, აშშ
ეროვნება Filipino Americans[2] , გერმანელი ამერიკელები[3] , Irish Americans[3] , English Americans და ავსტრიელი ამერიკელი
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 2015 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი oliviarodrigo.com
ოლივია როდრიგო ვიკისაწყობში

ოლივია იზაბელ როდრიგო (ინგლ. Olivia Isabel Rodrigo; დ. 2003 წლის 20 თებერვალი, მურიეტა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. მან პოპულარობა მოიპოვა 2010-იანი წლების ბოლოს დისნეის სატელევიზიო გადაცემებში Bizaardvark და High School Musical: The Musical: The Series მონაწილეობით.

2020 წელს ხმისჩამწერ ლეიბლებთან Geffen-თან და Interscope Records-თან ხელმოწერის შემდეგ, როდრიგომ გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Drivers License". კომპოზიციამ მოხსნა მრავალი რეკორდი და გახდა 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სიმღერა. ასევე, მუსიკოსმა გამოუშვა სინგლები „Deja Vu" და „Good 4 U" თავისი სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომიდან Sour. ალბომს კრიტიკული და კომერციული წარმატება ხვდა წილად და მოიპოვა სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის სამი გრემი.

ოლივია როდრიგოს ამ დროისთვის გამოცემული აქვს ორი სტუდიური ალბომი, Sour (2021) და Guts (2023). Guts-მა გრემის 6 ნომინაცია მოიპოვა, ალბომის ერთ-ერთი სიმღერა "ballad of a homeschooled girl" წარდგენილი იყო წლის საუკეთესო როკ სიმღერის ნომინაციაში.

2023 წლის 3 ნოემბერს გამოვიდა მისი სინგლი „Can't Catch Me Now“, ფილმიდან „შიმშილის თამაშები: ბალადა გველებსა და მომღერალ ჩიტებზე“[4].

როდრიგოს მიღწევებში შედის ორი Billboard Hot 100 ნომერ პირველი სინგლი, ერთი ნომერ პირველი ალბომი Billboard 200-ში და ამერიკის ჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) ხუთი პლატინის სერტიფიკატი. ასევე, მას მიღებული აქვს ამერიკული მუსიკალური ჯილდო, შვიდი Billboard Music Awards და ოთხი MTV Video Music Awards. Time-მა იგი 2021 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა.

ოლივია მეგობრობს ცნობილ შემსრულებლებთან, კონან გრეისთან, ტეიტ მაკრეისთან, Shott-თან, ნოა კანთან.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლივია იზაბელ როდრიგო დაიბადა 2003 წლის 20 თებერვალს, მურიეტაში, კალიფორნია.[5][6][7][8] როდრიგო არის ფილიპინელ-ამერიკელი. მუსიკოსის მამა ფილიპინელია, ხოლო დედამისი არის გერმანული და ირლანდიური წარმოშობის.

როდრიგომ საბავშვო ბაღში დაიწყო ვოკალის პედაგოგთან სიარული და მალევე ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა.[9] მუსიკოსი მალევე დაინტერესდა მსახიობის პროფესიით და მრავალ სასკოლო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. როდრიგო 12 წლის ასაკში უკვე უკრავდა გიტარაზე.

როდრიგო პირველად გამოჩნდა ეკრანზე Old Navy-ის რეკლამაში. ცოტა ხნის შემდეგ, 2015 წელს, თორმეტი წლის ასაკში, მან შეასრულა თავისი პირველი როლი ფილმში An American Girl: Grace Stirs Up Success.

2019 წლის თებერვალში მან მიიღო ნინი სალაზარ-რობერტსის როლი Disney+-ის სერიალში High School Musical: The Musical: The Series, რომლის პრემიერა შედგა იმავე წლის ნოემბერში. შოუს საუნდტრეკისთვის როდრიგომ დაწერა კომპოზიციები „All I Want" და დაწერა „Just for a Moment" ჯოშუა ბასეტთან ერთად.

როდრიგომ მუსიკალური კარიერის დასაწყისში კონტრაქტი გააფორმა Interscope Records-სა და Geffen Records-თან 2020 წელს. 2021 წლის 8 იანვარს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Drivers License", რომელიც მან დაწერა პროდიუსერ დენ ნიგროსთან ერთად.[10][11][12] კომპოზიციამ კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა[13] და მოხსნა Spotify-ის რეკორდი. ჩანაწერი პირველ ადგილზე გავიდა Billboard Hot 100-სა და ასევე სხვა მრავალი ქვეყნის ჩარტში.[14][15][16]

2021 წლის 1 აპრილს, როდრიგომ გამოუშვა ახალი სინგლი, „Deja Vu", რომელიც მერვე ადგილზე გავიდა Billboard Hot 100-ში. მესამე სინგლი „Good 4 U", რომელიც წინ უძღოდა სადებიუტო ალბომს, გამოვიდა 2021 წლის 14 მაისს.[17][18] ის პირველ ადგილზე გავიდა Billboard Hot 100-ში. მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომი, Sour, გამოვიდა 2021 წლის 21 მაისს.[19]

2021 წლის ივნისში როდრიგომ YouTube-ზე გამოუშვა ფილმი ალბომის შესახებ - Sour Prom. 2021 წლის 6 დეკემბერს როდრიგომ განაცხადა მსოფლიო ტურის დაწყების შესახებ.

2022 წლის 17 თებერვალს როდრიგომ გამოუშვა დოკუმენტური ფილმის თრეილერი Olivia Rodrigo: Driving Home 2 U. ფილმი გამოვიდა 2022 წლის 25 მარტს.

როდრიგომ მიიღო შვიდი ნომინაცია გრემის 64-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო ახალი შემსრულებელი, წლის ალბომი Sour-ისთვის, ასევე წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა კომპოზიციისთვის „Drivers License". მან მოიგო ჯილდოები საუკეთესო ახალი შემსრულებლის, საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისა და საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციებში.[20]

Olivia Rodrigo with the U.S. President Joe Biden at the Oval Office, posing to press cameras with sunglasses, as part of a government campaign that aims to encourage the American youth to get vaccinated against COVID-19
ოლივია როდრიგო აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად თეთრ სახლში.

როდრიგო გახდა სამომხმარებლო სილამაზის ბრენდის Glossier-ის პირველი სელებრითი პარტნიორი 2022 წლის აპრილში.[21]

2021 წლის 13 ივლისს, როდრიგომ მონაწილეობა მიიღო COVID-19-ის ვაქცინაციის ხელშემწყობ კამპანიაში. იგი შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს და მთავარ სამედიცინო მრჩეველს ენტონი ფაუჩს. [22][23][24]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლივია როდრიგოს მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის სამი გრემი, შვიდი Billboard Music Awards, ოთხი MTV Video Music Awards, ოთხი iHeartRadio Music Awards და ორი People's Choice Awards, ამერიკული მუსიკის ჯილდო, Brit Award და Juno Award.

ოლივია Time-მა 2021 წლის შემსრულებლად დაასახელა. ბილბორდმა როდრიგო წლის ქალ შემსრულებლად დაასახელა 2022 წლის Billboard Women in Music დაჯილდოებაზე. მან ასევე მიიღო „წლის სიმღერების ავტორის" ჯილდო Variety-ის დაჯილდოებაზე და 2022 წლის ASCAP-ის დაჯილდოებაზე.[25][26]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Garrigues M. Olivia Rodrigo im Porträt: Wer ist die Grammy-2022-Gewinnerin? // Vogue Deutschland — 2022.
  2. https://www.gmanetwork.com/news/showbiz/showbizabroad/825856/olivia-rodrigo-says-she-s-so-proud-to-be-part-of-the-filipino-community/story/
  3. 3.0 3.1 https://www.theguardian.com/music/2021/may/07/olivia-rodrigo-im-a-teenage-girl-i-feel-heartbreak-and-longing-really-intensely
  4. Madarang, Charisma (November 1, 2023). „Olivia Rodrigo Teases Haunting 'Can't Catch Me Now' for Hunger Games Prequel“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: November 1, 2023.
  5. „Ranch Springs Medical Center“. The Californian. March 30, 2003. p. 14. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 15, 2021. ციტირების თარიღი: July 15, 2021 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.თარგი:Open access
  6. Rodrigo, Olivia [Olivia_Rodrigo]. (February 20, 2020) I Am 17 Years Old Today But I Still Do Not Know The Different Styles Of Eggs, Only Scrambled. ციტირების თარიღი: January 11, 2021
  7. Olivia Rodrigo (October 24, 2018). ციტირების თარიღი: January 14, 2021
  8. Snapes, Laura (May 7, 2021). „Olivia Rodrigo: 'I'm a teenage girl. I feel heartbreak and longing really intensely'. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2021. ციტირების თარიღი: August 10, 2021.
  9. Phares, Heather. Olivia Rodrigo | Biography & History. AllMusic. ციტირების თარიღი: August 10, 2021
  10. Olivia Rodrigo (January 8, 2021). ციტირების თარიღი: January 9, 2021
  11. Olivia_Rodrigo. (January 4, 2021) my debut new single 'drivers license' comes out this friday. presave link in my bio. Oh my God Im so excited Im gonna pee my pants. ციტირების თარიღი: January 4, 2021
  12. „Olivia Rodrigo reassesses the meaning of forever on stunning piano-led debut "drivers license". The Line of Best Fit. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 9, 2021. ციტირების თარიღი: January 10, 2021.
  13. Unterberger, Andrew. „Olivia Rodrigo's 'Drivers License' Is on Its Way to Being the First Runaway Hit of 2021“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 13, 2021. ციტირების თარიღი: January 19, 2021.
  14. Trust, Gary (January 19, 2021). „Olivia Rodrigo's 'Drivers License' Debuts at No. 1 on Billboard Hot 100“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 19, 2021. ციტირების თარიღი: January 19, 2021.
  15. Jackson Langford. (January 13, 2021) Olivia Rodrigo's Debut Single 'Drivers License' Has Already Made Streaming History. ციტირების თარიღი: January 13, 2021
  16. Ellise Shafer. (January 11, 2021) Olivia Rodrigo's 'Drivers License' Hits No. 1 Across Major Streaming Platforms, Earns Praise From Taylor Swift. ციტირების თარიღი: January 13, 2021
  17. „Olivia Rodrigo Scores Second Billboard Hot 100 No. 1 With Debut of 'Good 4 U'. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 11, 2021. ციტირების თარიღი: May 25, 2021.
  18. „Olivia Rodrigo releases new song 'good 4 u' for debut album 'Sour'. ABS-CBN News and Current Affairs. May 14, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 17, 2021. ციტირების თარიღი: May 17, 2021.
  19. „Olivia Rodrigo's 'Sour' Returns to No. 1 on Billboard 200 Albums Chart After Vinyl Release“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 30, 2021. ციტირების თარიღი: August 29, 2021.
  20. Atkinson, Katie (April 3, 2022). „Here Are the 2022 Grammy Awards Winners: Full List“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 5, 2022. ციტირების თარიღი: April 4, 2022.
  21. Valenti, Laura (April 19, 2022). „Olivia Rodrigo on Her New Glossier Partnership and Why Her Approach to Beauty Is Ever-Evolving“. Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 21, 2022. ციტირების თარიღი: April 21, 2022.
  22. Klein, Betsy (July 13, 2021). „Pop star Olivia Rodrigo coming to the White House to promote vaccines“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 14, 2021. ციტირების თარიღი: July 14, 2021.
  23. „Olivia Rodrigo partners with the White House to promote vaccines“. Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2021. ციტირების თარიღი: July 15, 2021.
  24. „Olivia Rodrigo boosts White House youth vaccine push“. Associated Press. July 14, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 14, 2021. ციტირების თარიღი: July 15, 2021.
  25. Yuma, Jennifer (December 5, 2021). „Avril Lavigne Presents Olivia Rodrigo With Variety Hitmakers' Songwriter of the Year Award: 'Her Songs Are Her Truth'. Variety. ციტირების თარიღი: July 1, 2022.
  26. „Olivia Rodrigo Named Songwriter of the Year at 2022 ASCAP Pop Music Awards“. Billboard. April 11, 2022. ციტირების თარიღი: July 1, 2022.