ოლექსი გორბუნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლექსი გორბუნოვი
დაბადების თარიღი 29 ოქტომბერი, 1961 (1961-10-29) (62 წლის)
კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1984-დან დღემდე

ოლექსი გორბუნოვი (უკრ. Олексій Сергійович Горбунов; 29 ოქტომბერი, 1961, კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ) — საბჭოთა და უკრაინელი თეატრისა და კინოს მსახიობი. უკრაინის სსრ დამსახურებული არტისტი (1989). უკრაინის სახალხო არტისტი (2016).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლექსი გორბუნოვი დაიბადა 1961 წლის 29 ოქტომბერს კიევში. ბავშვობა რუსანივკას მასივში გაატარა. 1978 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე ვერ შესძლო კიევის კარპენკო-კარის თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება, რადგან არ იყო კომკავშირის წევრი. 1978-1979 წლებში მუშაობდა ლესია უკრაინკას სახელობის თეატრში ამწყობ-მემონტაჟედ, ასისტენტად საკოსტიუმეროში. თეატრში, ადა როგოვცევას წყალობით, იგი შეხვდა მსახიობის მეუღლეს, ასევე მსახიობს და პედაგოგს კონსტანტინ სტეპანკოვს.

1984 წელს დაამთავრა კიევის კარპენკო-კარის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი (კონსტანტინ სტეპანკოვის კურსი). თავის პირველ ფილმში „ტვირთი მარკირების გარეშე“ ოლექსიმ მსახიობობა სასწავლებლის დიპლომის აღებისთანავე დაიწყო.

1984-1995 წლებში იყო მსახიობი ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის კინომსახიობთა თეატრ-სტუდიაში. 1985-1987 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1990-იან წლებში კინოსტუდიაში კრიზისის გამო ის ტაქსის მძღოლად მუშაობდა. რეჟისორი ვოლოდიმირ პოპკოვი დაეხმარა კინო-გადაღებებზე დაბრუნებაში, მიიწვია ის ჯამბაზ შიკოს როლზე მრავალსერიიან სატელევიზიო ფილმში „გრაფინია დე მონსორო“.

მუშაობდა კინომსახიობის თეატრ-სტუდიაში, მ. ნესტანტინერის კერძო კამერულ თეატრში და კიევის ლესია უკრაინკას სახელობის რუსული დრამის თეატრში. უკრაინულ ტელევიზიაში უძღვებოდა გადაცემებს „ღამის მაღვიძარა“ (1998 წ.) და „სასწაული ხალხი“ (2008 წ.). თამაშობდა ოლეგ მენშიკოვის „თეატრალური საზოგადოება 814“-ის სპექტაკლებში. შეასრულა ერთ-ერთი როლი ტელესერიალში „გვარდია“.

მსახიობი დასავლელმა პროდიუსერებმაც შეამჩნიეს. 2019 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფრანგული ტელესერიალი „ლეგენდების ბიურო“, სადაც გორბუნოვმა პოლკოვნიკ კარპოვის როლი შეასრულა. 2021 წელს კი ეკრანებზე გამოვიდა სათავგადასავლო ფილმი „უკანასკნელი დაქირავებული“ (ჟან-კლოდ ვან დამი მთავარ როლში), სადაც მსახიობმა ეპიზოდური როლი შეასრულა.

ზოგჯერ ჩნდება Optimus Gang-ის ვიდეოში თანამემამულე ბლოგერებთან ერთად YouTube-ზე.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზატორი და წამყვანია ორი დისკოთეკის კიევში: „ჯანკოი“ და „ჯუმანჯი“. მუშაობდა დიჯეიდ კიევის რადიოსადგურებში „კონტინენტი“ და „ნოსტალგია“. ოლექსი არის ჯგუფ „მფრინავის სევდა"-ს სოლისტი.

ჟიტომირის რეგიონალური საბჭოს პრესსამსახური იტყობინება, რომ 2021 წლის 4 თებერვალს, ჯგუფ „მფრინავის სევდა"-ს წამყვანი სოლისტი კოლექტივის სხვა წევრებთან ერთად გამოვიდა 95-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის სამხედროებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე.ჟიტომირის სერგეი კოროლიოვის სახელობის სამხედრო ინსტიტუტის იუნკერებისთვის. მსახიობმა შეასრულა მინისპექტაკლი-კონცერტი [1].

სამოქალაქო პოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავიდანვე იყო ევრომაიდანის მხარდამჭერი. 2014 წლის 3 დეკემბერს მან უარი განაცხადა ყველა რუსულ ფილმში მონაწილეობაზე.[2] შემდგომში გორბუნოვმა აღნიშნა, რომ ომის დასრულებამდე არ განიხილავს რუსეთის ფედერაციაში მუშაობის შესაძლებლობას.[3]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი ცოლი — მხატვარი სვეტლანა ლოპუხოვა,[4] ქალიშვილი - ანასტასია გორბუნოვა
  • მეორე ცოლი — ირინა კოვალიოვა, ქალიშვილი - სოფია გორბუნოვა

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 წ.
  • 1991 : უკრაინის სსრ დამსახურებული არტისტი - რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში პირადი წვლილისთვის, ეროვნული კულტურისა და ხელოვნების აღორძინების, მაღალი პროფესიული უნარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის [5]
  • 2008 : ჯილდო „ოქროს არწივი“ მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ფილმში „12“
  • 2011 : ტელეტრიუმფის ჯილდო ნომინაციაში „სატელევიზიო ფილმის/სერიალის მსახიობი (მამაკაცის როლის შემსრულებელი)“
  • 2016 : უკრაინის სახალხო არტისტი - სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებაში, უკრაინული საზოგადოების კონსოლიდაციის მიზეზით, მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის

ფილმოგრაფია (შერჩევით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1984 : „ტვირთი მარკირების გარეშე“ — ჟენია სტენკო
  • 1986-1987 : „დაიწყეთ გამოძიება“ — უფროსი ლეიტენანტი აგეევი
  • 1990 : „ორმო“ — სიმანოვსკი
  • 1991 : „ჟანგბადის ნაკლებობა“ — კაპიტანი გოლიკოვი
  • 1997 : „გრაფინია დე მონსორი“ — ჯამბაზ შიკო
  • 1999-2005 : „კამენსკაია“ — გალი/კუკუშკინი
  • 2003 : „ბედის ხაზები“ — ანდრეი შურკოვი, ოპერატორი
  • 2007 : „კერძო შეკვეთა“ — ოლეგ ავერჩენკო
  • 2017 : „ბრძოლის კანონები“ — კარპოვი
  • 2019 : „ლეგენდების ბიურო“ — მიხეილ კარპოვი, უშიშროების პოლკოვნიკი
  • 2021 : „უკანასკნელი დაქირავებული“ — მისტერ ივანოვიჩი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Концерт для військовослужбовців - Олексій Горбунов заспівав у Житомирі - izhytomyryanyn.com uk. ციტირების თარიღი: 2022-02-11.
  2. Олексій Горбунов відмовився від участі в усіх російських фільмах.
  3. Поки війна не закінчиться, я не можу працювати в Росії –Горбунов, http://www.radiosvoboda.org/a/28389442.html
  4. „Актер алексей горбунов: «когда в семье лад и работа -- в кайф, нервные нити не рвутся, а...“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 травня 2017. ციტირების თარიღი: 2017-04-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  5. Указ Президії Верховної Ради Української РСР № 1194-XII від 17 червня 1991 року «Про відзначення молоді республіки державними нагородами Української РСР».