შინაარსზე გადასვლა

ოლენა კონდრატიუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Olena Kondratiuk

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი
მშობლიური სახელი Олена Кондратюк
დაბადების თარიღი

1970 წლის 17 ნოემბერი (53 წლის),

ლვივი, უკრაინის სსრ
ეროვნება უკრაინა
ალმა-მატერი ლვივის უნივერსიტეტი (1993 წ.)
პარტია „ბატკივშჩინა“, „რეფორმებისა და წესრიგის პარტია“
მეუღლე(ები) ოლექსანდრ ბოჰუცკი
შვილ(ებ)ი 1 (იუსტინა)
საიტი https://www.rada.gov.ua


ოლენა კონდრატიუკი (უკრ. Олена Костянтинівна Кондратюк; დაბადებული 1970 წლის 17 ნოემბერს ლვივში, უკრაინის სსრ) — უკრაინელი პოლიტიკოსი, მე-9 მოწვევის უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე,[1] პარლემენტის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მოწვევების პარლამენტის წევრი „ბატკივშჩინას“ პარტიიდან. ასევე, მე-8 მოწვევის უკრაინის უმაღლესი რადას სიტყვის თავისუფლების კომიტეტის და ინფორმაციული პოლიტიკის მდივანი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის დეპუტატი, ინტერფრაქციული ჯგუფის „თანაბარი შესაძლებლობების“ თანათავმჯდომარის სხდომის მოადგილე, პიარ-სააგენტო „რადნიკის“ ყოფილი დირექტორი.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლენა კონდრატიუკი დაიბადა ლვივში.[2] 1993 წელს მან დაასრულა ივან ფრანკოს სახელობის ლვივის ეროვნული უნივერსიტეტი და მიიღო ისტორიკოსის ხარისხი.[3] ოლენამ ისტორიის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა უკრაინაში სახალხო მოძრაობების კვლევას მიუძღვნა.

2007 წლიდან მოყოლებული, ოლენა კონდრატიუკი არის პარლამენტის წევრი იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან. იგი კიდევ ერთხელ აირჩიეს „ბატკივშჩინას“ პარტიული სიიდან 2012 და 2014 წლების არჩევნებში და, ამავდროულად, უკრაინის უმაღლესი რადას სიტყვის თავისუფლების კომიტეტის წევრიც იყო.

2012–2014 წლები — ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი.

2007–2012 წლები — ცენტრალური ევროპის ინიციატივის საპარლამენტო მიმართულების დელეგაციის დეპუტატი.

91 კანონპროექტის ავტორი: მე-8 მოწვევა — 34 კანონპროექტი (5 მათგანი გახდა კანონი), მე-7 მოწვევა — 28 (3 მათგანი გახდა კანონი), მე-6 მოწვევა — 29 (13 მათგანი გახდა კანონი).

უკრაინის ერთ-ერთი კანონის თანაავტორი: „უკრაინულის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების განმტკიცების შესახებ“.[4]

N3822-1 კანონპროექტის აქტიური ლობისტი, უკრაინული სიმღერების კვოტების შესახებ.[5]

2011 წლის დეკემბერში ოლენა კონდრატიუკი იყო ინტერფრაქციული დეპუტატების ასოციაციის „თანაბარი შესაძლებლობების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

პარლამენტის წევრობის კანდიდატი 2019 წლის არჩევნებში, სადაც „ბატკივშჩინას“ სიაში მე-5 ნომრად იყო წარმოდგენილი.[6] არჩევნების შედეგების თანახმად, ოლენა აირჩიეს მე-9 მოწვევის უკრაინის უმაღლესი რადას წევრად.

2019 წლის აგვისტოში ოლენა აირჩიეს მე-9 მოწვევის უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის მოადგილედ.[7]

ოლენა ასრულებდა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის მოვალეობას 2020 წლის 13 ნოემბრიდან 2020 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში.[8]

რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დროს, ოლენა საზღვარგარეთ ასრულებდა წარმომადგენლის ფუნქციას, კერძოდ, მან უხელმძღვანელა უკრაინის დელეგაციას დიდი ოცეულის პარლამენტის თავმჯდომარეების მე-8 სამიტზე.[9]

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯილდო „ცეცხლსასროლი იარაღი“ (2014 წლის 29 მაისი; „ფორტი 9“, ნომერი 100008, 9 მმ. კალიბრი).[10]

პრინცესა ოლგას III ხარისხის ორდენი (2021 წლის 23 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად) — სახელწმიფო მშენებლობაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილის, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების, სოციო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, უკრაინის კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარების, შრომის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევების და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის.[11]

მამა - კონსტიანტინ კონდრატიუკი, პროფესორი, ისტორიის მეცნიერების დოქტორი ივან ფრანკოს ლვივის ეროვნულ უნივერსიტეტში.

ოლეკსანდრ ბოჰუცკის მეუღლე, რომელიც არის ICTV არხის დირექტორი, საინვესტიციო კონსულტაციის კომპანიის (EastOne) საბჭოს წევრი. ისინი ერთად ზრდიან შვილს, სახელად იუსტინას.

  1. Stefanchuk elected First Deputy Rada chairman of IX convocation. Interfax-Ukraine. ციტირების თარიღი: 29 August, 2019.
  2. Olena Kondratiuk.. Official Ukraine Today.. ციტირების თარიღი: 12 April, 2024.
  3. Kondratiuk, Olena Kostiantynivna: dossier, kompromat, financial declaration of the Yulia Tymoshenko PR woman (Кондратюк Олена Костянтинівна: досьє, компромат, декларація піарниці Юлії Тимошенко).. Politeka. ციტირების თარიღი: 17 July, 2019.
  4. Офіційний портал Верховної Ради України. ციტირების თარიღი: 2023-09-08
  5. Як автори законопроектів про квоти на пісні українською мовою шукали і знайшли компроміс - Детектор медіа. (2018-11-14). ციტირების თარიღი: 2023-09-08
  6. Центральна виборча комісія - Вибори народних депутатів України 2019 (2019-08-30). ციტირების თარიღი: 2023-09-08
  7. Новини - Заступником Голови Верховної Ради України обрано Олену Кондратюк - Офіційний портал Верховної Ради України (2022-01-25). ციტირების თარიღი: 2023-09-08
  8. Разумков назвав виконувача обов'язків голови Ради (2020-11-16). ციტირების თარიღი: 2023-09-08
  9. Заступниця Голови Верховної Ради України Олена Кондратюк візьме участь у 8-му Саміті Голів Парламентів G20. ციტირების თარიღი: 2023-09-08
  10. Нагородний фронт. Кому Аваков подарував 400 стволів uk. ციტირების თარიღი: 2023-09-08
  11. УКАЗ ПРЕЗИДЕНТА УКРАЇНИ №406/2021 — Офіційне інтернет-представництво Президента України (2021-08-24). ციტირების თარიღი: 2023-09-08