ოკოტალი
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოკოტალი | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიკარაგუა | ||||
დაქვემდებარება | ნუევა სეგოვიის დეპარტამენტი | ||||
კოორდინატები | 13°38′00″ ჩ. გ. 86°29′00″ დ. გ. / 13.63333° ჩ. გ. 86.48333° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1780 | ||||
ფართობი | 85.23 კმ2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 611 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 31,932 კაცი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC−6 | ||||
საფოსტო ინდექსი | 37000 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.alcaldiaocotal.gob.ni/ | ||||
ოკოტალი — ქალაქი ნიკარაგუაში. ნუევა სეგოვიის დეპარტამენტის დედაქალაქი.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკოტალი მდებარეობს ჩრდილოეთ ნიკარაგუაში, ჰონდურასის საზღვრიდან 21 კმ-ის მოშორებით, პანამერიკულ გზატკეცილზე. გაშლილ ველზე მდებარე ქალაქი იტევს 31,932 (2000) კაციან მოსახლეობას. ქალაქის სახელი მომდინარეობს ნაუატური სიტყისგან, რომელიც აღნიშნავს ფიჭვის ფისს. ამ მხარეში უხვადაა ფიჭვის ტყეები.
ოკოტალის კლიმატი, ისევე, როგორც მდელი დეპარტამენტისა არის ორგვარი:
- ზამთარი, რომელიც იწყება შუა ზაფხულში და მთავრდება ადრე ნოემბერში. ნალექების წლიური რაოდენობა 1,200 მმ3 აღწევს. საშუალო ტემპერატურა კი 20-26 °C.
- ზაფხული: იგი იწყება შუა ნოემბერში და მთავრდება ადრე მაისში. ყველაზე ცხელი დღეებში ტემპერატურა 30 °C-ს აღწევს. დეკემბერში კი ტემპერატურა ეცემა თითქმის 10 °C-მდე.
პანამერიკული გზატკეცილი, რომელიც ნიკარაგუაში შემოდის ჰონდურასიდან, ლოს მანოსიდან, ოკოტალს აკავშირებს ნიკარაგუის სხვა ქალაქებთან. ოკოტალში განვითარებულია მსუბუქი მრეწველობა და ყავის წარმოება.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკოტალი მდებარეობს ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე. გაშლილ ველზე განფენილი ქალაქი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ციცაბო ფერდობებით. ქალაქის გარშემო არის წიწვოვანი ტყე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1927 წელს ისტორიაში პირველი უძლიერესი წყალქვეშა დაბობმბვა გადაიტანა ქალაქმა, როცა შეერთებული შტატები ებრძოდა სანდინოს.
ჰონდურასის 2009 წლის საკონსტიტუციო კრიზისის დროს ქვეყნიდან გამოდევნილმა პრეზიდენტმა მანუელ სელაიმ თავის მთავრობასთან ერთად ოკოტალში მცირე ხნით შეაფარა თავი.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკოტალს ჰყავს თავისი საფეხბურთო გუნდი ოკოტალის დეპორტივო.
ტყუპი ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკოტალი დადობილებული არის შემდეგ ქალაქებთან:
- გაერთიანებული სამეფო სუინდონი
- აშშ ჰარტფორდი (კონექტიკუტი)
- გერმანია ვისბადენი