ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი
მდებარეობა თბილისი
9 აპრილის ბაღი
მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე
გახსნის თარიღი 16 იანვარი, 2015

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი — ქართველი მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი ქალაქ თბილისში, 9 აპრილის ბაღში. ძეგლის ავტორია მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე. ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლისთავზე 2015 წლის 16 იანვარს. ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს.[1] ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომღერლები და მსახიობები ესწრებოდნენ.[2] აღსანიშნავია, რომ გახსნიდან ერთ დღეში ძეგლი დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა „ოთარ მეღვინეთუხუცესი“ მთლიანად იყო მოგლეჯილი.[2] აგრეთვე, ძეგლის ირგვლივ მიტანილი ყვავილებიც მიყრილ-მოყრილი იყო. ამჟამად ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი აღდგენილია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]